მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თურქეთსა და ნახიჩევანს შორის გაზსადენი აშენდება

გაზსადენი თურქეთსა და ნახიჩევანს შორის

თურქეთსა და ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის, რომელიც აზერბაიჯანის შემადგენლობაში შედის, გაზსადენი აშენდება. სააგენტო Report.az-ის ინფორმაციით, მილსადენის მშენებლობის დასრულების შემდეგ ეს რეგიონი ბუნებრივი აირით შეუფერხებლად მომარაგდება. 

გაზსადენს აზერბაიჯანის კომპანია SOCAR და თურქული BOTAS ააშენებენ. შესაბამის შეთანხმებას ორი ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრები მოაწერენ ხელს.

იღდირი-ნახიჩევანის გაზსადენის მშენებლობის კონკრეტული ვადები არ სახელდება.

იხილეთ აგრეთვე:

🔆 აზერბაიჯანელი ექსპერტი - „თურქული კარიბჭე“ ანუ ბაქო-თბილისი-ყარსის ალტერნატივა

🔆 ბაქო - თბილისი - ყარსის რკინიგზაზე ჩინეთის მიმართულებით საექსპორტო მატარებელმა პირველად გაიარა