მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თურქეთში ჩინური ვაქცინა მილიონზე მეტ ადამიანს გაუკეთეს

ვაქცინაცია თურქეთში

თურქეთში ჩინური ვაქცინით 1 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა. ამის შესახებ თურქეთის ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება. ინფორმაციას xinhuanet.com ავრცელებს. 

ვაქცინაცია 1 კვირის წინ დაიწყო. ქვეყნის ჯანდაცვის უწყება ჩინურ პრეპარატს Sinovac-ს იყენებს.

ერთ-ერთი პირველი, ვინც კოვიდვაქცინაცია ჩაიტარა, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანია. საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ტურისტული სეზონის დაწყებამდე თურქეთი კორონავირუსით ინფიცირების მინიმუმამდე დაყვანას გეგმავს.

ვაქცინაცია 4 ეტაპად ჩატარდება. პირველ ეტაპზე 65 წელს გადაცილებული პირების და სამედიცინო სფეროს მუშაკები აიცრებიან.

20 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ Sinovac-ის პრეპარატით კოვიდვაქცინაცია აზერბაიჯანშიც დაიწყო.

ასევე წაიკითხეთ:

🔅 აზერბაიჯანში დღეიდან COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება

🔅 თურქეთში მშენებარე ატომურ ელექტროსადგურზე აფეთქება მოხდა