მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თურქეთში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი 35 ადამიანი დააკავეს

სპეცოპერაცია თურქეთში

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, გაზიანთეფის პროვინციაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი 35 პირი დააკავეს. ამის შესახებ „ანადოლუ“ იუწყება. 

ამჟამად კიდევ ორი პირის ძებნა მიმდინარეობს, რომელთა დაკავებაზე პროკურატურამ ორდერი გასცა. დაკავებულთა საცხოვრებელ სახლებში ჩატარებული ჩხრეკის დროს ამოღებულია შესაბამისი დოკუმენტაცია. სამართალდამცველები ეჭვობენ, რომ ეს პირები სხვადასხვა სახით ტერორისტული დაჯგუფების დაფინანსებაში მონაწილეობენ.

ცნობისთვის, თურქეთმა „ისლამური სახელმწიფო“ 2013 წელს ტერორისტულ დაჯგუფებად გამოაცხადა. მას შემდეგ ქვეყანაში ამ ორგანიზიაციამ 20-ზე მეტი სერიოზული ტერაქტი მოაწყო, რასაც 315 ადამიანი ემსხვერპლა და ასობით დაიჭრა.

იხილეთ აგრეთვე:

🔱 თურქეთში ტერორიზმში ეჭვმიტანილი 51 ადამიანი დააკავეს

🔱 თურქეთში ჩინური ვაქცინით მოსახლეობის აცრა იწყება