თურქეთის სასამართლომ ყოფილ დეპუტატს ლეილა გიუვენს 22-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. გიუვენს „ქურთთა მუშათა პარტიასთან“ კავშირში ედება ბრალი, რომელიც თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული. ამის შესახებ Reuters იუწყება.
ლეილა გიუვენი ტერორისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობისთვის და ასევე ტერორიზმის პროპაგანდისთვის გაასამართლეს. ოპოზიციის წარმომადგენლები სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას ხელისუფლების მიერ განსხვავებული პოლიტიკური აზრის დევნას უწოდებენ.
ლეილა გიუვენი სახალხო-დემოკრატიული პარტიის წევრია. ბოლო წლებში ამ პარტიის ათასობით წევრი იყო დაკავებული, ხოლო პარტიის წარმომადგენლები ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებში თანამდებობებიდან გაათავისუფლეს.
ოფიციალური ანკარა "სახალხო-დემოკრატიულ პარტიას“ “ქურთთა მუშათა პარტიოასთან“ და ქურთ ტერორისტებთან კავშირში ადანაშაულებს.
იხილეთ აგრეთვე:
🔅 თურქეთში კორონავირუსის ჩინური ვაქცინის გამოყენებას იწყებენ
🔅 თურქეთიდან ჩინეთში პირველი საექსპორტო მატარებელი ჩავიდა
„გვაქვს გონივრული მოლოდინი და შეიძლება ითქვას გარკვეული ინფორმაციებიც კი, რომ 2-3 დღის განმავლობაში ოპოზიციის წარმომადგენლები გარკვეულ კომპრომისულ ნაბიჯს გადმოდგამენ და დააყენებენ წინადადებებს, რომლებიც როგორც ჩვენ ბოლო პერიოდში ვამბობდით, იქნება მართლაც კომპრომისული, პრაგმატული და ამასთან დაკავშირებით შეიძლება მსჯელობა“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ საპარლამენტო მდივანმა მამუკა მდინარაძემ, პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.
მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმად „მთავარი არხის“ ჟურნალისტი აცხადებს, რომ მესტიის მერმა მას შეურაცხყოფა მიაყენა, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და ქვეყნის დასატოვებლად თანხა შესთავაზა.
„ველოდებით, რომ დროზე დაუბრუნდნენ იმ განწყობას, რომელიც პრეზიდენტ მიშელის თბილისში ყოფნისას ჰქონდათ, რომ ყველაფრის განხილვისთვის მზად არიან“, - ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ მმართველი გუნდის პოზიციასთან დაკავშირებით განაცხადა.
გორში პოლიციამ ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვა. არსებული ინფორმაციით, ცხედარი სამართალდამცველებმა ერთ-ერთ ხევში ნახეს.
გოგი წულაია პარტია „თავისუფალ საქართველოს“ ტოვებს. მისი განცხადებით, სურს დამოუკიდებლად ახალი პარტია შექმნას.
„ეს იყო ის გრძნობა, რომელიც შეიძლება არსებობდეს ქალსა და მამაკაცს შორის და იყოს სათუთი და ბედნიერი“, - ასე აფასებს გორში არსრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დაკავებული მამაკაცის ადვოკატი თამარ თედიაშვილი მისი დაცვის ქვეშ მყოფის ქმედებას.
ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ჟურნალისტის მიერ პარლამენტარ ვიქტორ ჯაფარიძის დაკეტილ სახლში უნებართვოდ შესვლის ფაქტს ეხმაურება.
ტიბეტელი ბუდისტების სულიერ ლიდერს დალაი-ლამას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაუტარდა. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.
რომის პაპმა ფრანცისკემ ერაყში სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ქრისტიანებს და მუსლიმებს მშვიდობისკენ და ერთიანობისკენ მოუწოდა. ამის შესახებ Aljazeera იუწყება.