მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თურქეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პირველი ეტაპი დასრულდა

თურქეთში ვაქცინაციის პირველი ეტაპი დასრულდა

თურქეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პირველი ეტაპი დასრულდა. ამის შესახებ „ანადოლუ“ იუწყება.  

ვაქცინაციის პირველი ეტაპი სამედიცინო სფეროს მუშაკებს და 65 წელს გადაცილებულ ადამიანებს შეეხო. ასევე აცრა შშმ პირებს და მოხუცთა თავშესაფარში გაუკეთეს.

თურქეთში ჩინური წარმოების ვაქცინა CoronaVac გამოიყენება. ერთ-ერთმა პირველებმა ვაქცინა ქვეყნის პრეზიდენტმა და ჯანდაცვის მინისტრმა გაიკეთეს. ვაქცინაციის მომდევნო ეტაპზე ვაქცინაცია 50-დან 64 წლამდე ადამიანებს ჩაუტარდება.