მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თურქეთში მშენებარე ატომურ ელექტროსადგურზე აფეთქება მოხდა

აფეთქება თურქეთში

თურქეთში ატომური ელექტროსადგურის „აკუიას“ მშენებლობის დროს აფეთქება მოხდა. დაზიანებულია 80-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი. ამის შესახებ Sozcu იუწყება. 

ინციდენტის შედეგად სახლებში მინები ჩაიმსხვრა, ხოლო რამდენიმე შენობის კედლები დაიბზარა. ალპაის რეგიონის გუბერნატორმა პირობა დადო, რომ რეგიონის ხელისუფლება მოსახლეობას ზარალს აუნაზღაურებს. მან ასევე დაამატა, რომ ჩატარდება გამოძიება და დამნაშავეთა წინააღმდეგ “შესაბამისი ღონისძიებები“ გატარდება.

„აკუია“ პირველი ატომური ელექტროსადგური იქნება თურქეთის ტერიტორიაზე. ის 4 ენერგობლოკისგან შედგება, სადაც რუსული რეაქტორები იქნება დამონტაჟებული. თითოეული ენერგობლოკის სიმძლავრე 1,2 გიგავატს შეადგენს. რუსეთი სადგურს აშენებს და შემდეგ მისი მფლობელი რუსული კომპანია იქნება.

თურქეთში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის შეთანხმებას რუსეთის და თურქეთის პრეზიდენტებმა მიაღწიეს.

ასევე წაიკითხეთ:

👉 თურქეთმა აზერბაიჯანთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

👉 თურქეთში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი 35 ადამიანი დააკავეს