მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თურქეთში რუსი ჟურნალისტები დააკავეს, რომლებიც უპილოტო აპარატების ქარხანას იღებდნენ

რუსი ჟურნალისტები თურქულ უპილოტო აპარატებს უღებდნენ

თურქეთის ქალაქ სტამბოლის მახლობლად რუსეთის ტელეკომპანია „ნტვ“-ს ჟურნალისტები დააკავეს, რომლებიც უპილოტო საფრენი აპარატების ქარხანას იღებდნენ. ამის შესახებ BBC იუწყება. 

სტამბოლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მათ რუსეთის ორი და თურქეთის ერთი მოქალაქე დააკავეს, რომლებიც უპილოტო საფრენი აპარატების ცენტრთან არასანქცირებულ გადაღებას აწარმოებდნენ. ცენტრში Baykar Savunma-ს ტიპის საფრენი აპარატების წარმოება მიმდინარეობს.

ამჟამად თურქეთის პოლიცია გამოძიებას აწარმოებს.

თურქული უპილოტო საფრენი აპარატები ძალზე ცნობილი გახდა მთიანი ყარაბაღის მეორე ომის დროს. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ სწორედ მათი გამოყენების შედეგად აზერბაიჯანულმა ჯარმა მნიშვნელოვან სამხედრო წარმატებას მიაღწია. ამის შემდეგ უპილოტო საფრენი აპარატების მიმართ მსოფლიოში დიდი ინტერესი გაჩნდა.