მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თურქეთში სამთო-სათხილამურო კურორტებზე დამსვენებლებს ელიან

თურქეთის ზამთრის კურორტები

თურქეთში ზამთრის სეზონზე სამთო-სათხილამურო კურორტებზე დამსვენებლებს ელიან.

პანდემიის გამო ზაფხულში ქვეყნის ტურისტულმა ინდუსტრიამ სერიოზული ზარალი განიცადა და ახლა ზამთრის სეზონზე ამ დანაკლისის კომპენსაციას აპირებს. ამის შესახებ Anadolu იუწყება. 

ქვეყანაში 8 სამთო-სათხილამურო კორორტია. აქედან ორი - ულუდაგი და ერჯიესი დამსვენებლებს შორის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. წელს იქ ელიან ტურისტებს გერმანიიდან, საფრანგეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ბელგიიდან, ასევე ჩრდილოეთ ამერიკიდან.

თურქეთის ტურისტული სფეროს წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ ევროპაში პანდემიის შედეგად დაწესებული შეზღუდვების გამო თურქეთის ზამთრის კურორტებზე ტურისტების საკმაოდ დიდი ნაკადი ჩავა.