თურქეთში არსებული ეპიდვითარების გამო კომენდანტის საათი დაწესდა და მოქალაქეებს შაბათ-კვირას გადაადგილება აეკრძალათ. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, კომენდანტის საათი ადგილობრივი დროით 21:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე დროს მოიცავს.
მოქალაქეები პარასკევს, საღამოს 9 საათიდან ორშაბათს დილის 5 საათამდე ვერ შეძლებენ გარეთ გასვლას.
აგრეთვე გამოცემის ცნობით, 20 წლამდე და 65 წელს ზემოთ მყოფ პირებს ეკრძალებათ საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა.
რესტორნებს მუშაობის უფლება აქვთ მხოლოდ მიწოდების სერვისის გამოყენებით, ხოლო სავაჭრო ცენტრში წასასვლელად საჭიროა სპეციალური საშვი.
კორონავირუსის გამოჩენის შემდეგ თურქეთში 600 000-ზე მეტი შემთხვევა და 13,5 ათასზე მეტი გარდაცვალების ფაქტი დადასტურდა.
📌 კორონავირუსი პანდემიად მიმდინარე წლის 11 მარტს გამოცხადდა.
ბოლო პერიოდში ინფექციონისტები კორონავირუსის იშვიათი გართულების - მულტისისტემური ანთებითი სინდრომის შესახებ ხშირად საუბრობენ, რომელიც ბავშვებში გამოვლინდა. დღეის მდგომარეობით საქართველოში ამ გართულებით 60-70 ბავშვი მკურნალობს.
აშშ-ის სენატში „დემოკრატიული პარტიის“ ლიდერს ჩაკ შუმერს სიტყვები აერია და სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მომხრეებს „ერექციისკენ“ (erection) მოუწოდებდა, თუმცა სენატორმა მაშინვე შეცდომა გამოასწორა. მას უნდა ეთქვა, რომ ტრამპი ხალხს „ამბოხებისკენ“ (insurrection) მოუწოდებდა. ამის შესახებ thewrap.com იუწყება.
კოსმოსში გაგზავნილი თანამგზავრების რაოდენობის მიხედვით, ახალი მსოფლიო რეკორდი დამყარდა. ერთი რაკეტით SpaceX-მა დედამიწის ორბიტაზე ერთდროულად 143 თანამგზავრი გაიყვანა, რითაც მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ისრაელი, მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის ახალი ვარიანტების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ბენ გურიონის აეროპორტს სრულად ხურავს იანვრის ბოლომდე, - ამის შესახებ უცხოური მედია იუწყება.
პარლამენტი 51 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე 26 იანვარს იმსჯელებს. ამ მიზნით ხვალ ჩანიშნულია საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც საკითხზე მომხსენებელი კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი იქნება.
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახა კუჭავას ხელმძღვანელობით, 25-29 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში მიიღებს მონაწილეობას. ეს არის საპარლამენტო დელეგაციის პირველი ვიზიტი, რომელიც მეათე მოწვევის პარლამენტის ფარგლებში განხორციელდება.
რუსთაველის გამზირზე, ამ წუთებში სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო „სეირნობას“ მართავენ.
სასამართლომ კახეთში, სოფელ კისისხევში 28 წლის ქალის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახა კუჭავას ხელმძღვანელობით, 25-29 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში მიიღებს მონაწილეობას.