მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თურქეთში ტერორიზმის ბრალდებით საფრანგეთის მოქალაქე დააკავეს

თურქეთში დააკავეს

თურქეთის უსაფრთხოების ძალებმა საფრანგეთის მოქალაქე დააკავეს, რომელიც „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირისთვის „ინტერპოლის“ ხაზით იძებნებოდა. ამის შესახებ „ანადოლუ“ იუწყება.  

ქალი ანკარაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. სარა თალიბი საფრანგეთიდან თურქეთში ჩავიდა და „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში გაწევრიანებას გეგმავდა.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, თურქეთის უშიშროების ძალებმა სარა თალიბი იმ დროს დააკავეს, როდესაც ის საფრანგეთის საკონსულოს უახლოვდებოდა, რათა საფრანგეთში გამგზავრებულიყო.