მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თვითმკვლელობით 1 თვეში უფრო მეტი ადამიანი იღუპება, ვიდრე კორონავირუსით მთელი წლის განმავლობაში

სუიციდი VS COVID 19

იაპონია ფსიქიკური ჯანმრთელობის კრიზისს ებრძვის. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

თვითმკვლელობით 1 თვეში უფრო მეტი ადამიანი იღუპება, ვიდრე კორონავირუსით მთელი წლის განმავლობაში.

იაპონიის პოლიციის ეროვნულმა სააგენტომ განაცხადა, რომ მხოლოდ ოქტომბერში თვითმკვლელობის რიცხვმა 2115-ს მიაღწია, ამ დროისთვის 17 000-ზე მეტმა ადამიანმა კი სიცოცხლე სუიციდით დაასრულა.

ქვეყანაში 2020 წელს კორონავირუსით 2 000-ზე ნაკლები ადამიანი გარდაიცვალა.

ექსპერტები ამბობენ, რომ პანდემიამ კიდევ უფრო გაამწვავა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები.

„ხანგრძლივი დაბლოკვის, ოჯახის წევრებისგან იზოლირების, უმუშევრობისა და სხვა ფინანსური პრობლემების ფონზე უამრავი ადამიანი იკლავს თავს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც ცნობილია, იაპონიის ხელისუფლებამ გაზარდა თვითმკვლელობის პრევენციის დაფინანსება და 24 მილიონი დოლარის ბიუჯეტს დამატებით 10 მილიონი დოლარი დაუმატა.

COVID 19 პანდემიად მიმდინარე წლის 11 მარტს გამოცხადდა.