მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

Twitter-მა ტრამპის ექაუნთი ძალადობისკენ მოწოდებების გამო დაბლოკა

ტვიტერმა ტრამპი დაბლოკა

მიკრობლოგების სერვერმა Twitter-მა აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ექაუნთი სამუდამოდ დაბლოკა. ამის შესახებ  СNN იუწყება.

კომპანიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ @realDonaldTrump-ის ბოლო „ტვიტების“ შესწავლის შედეგად კომპანიამ მისი სამუდამო დაბლოკვის გადაწყვეტილება მიიღო, რადგანაც სერვერის მეშვეობით ძალადობისკენ მოწოდებები ხდება.

„ის, რაც მიმდინარე კვირას დაიწერა, Twitter-ის წესების დარღვევა იყო. მსგავსი რამ შეიძლება მომავალშიც განმეორდეს და ამას ისეთივე შედეგი მოჰყვეს, რაც ვაშინგტონში ოთხშაბათს მოხდა". - აცხადებენ კომპანიაში.

Twitter -ის ეს გადაწყვეტილება ტრამპის ბოლო ორი „ტვიტის" შემდეგ იყო მიღებული.

«75000000-მა ამერიკელმა პატრიოტმა მე ხმა მომცა, ისინი ამერიკას დიადს გახდიან. ისინი არ დაემორჩილებიან უსამართლო მოქცევას და უპატივცემულობას“ - დაწერა ტრამპმა. მეორე „ტვიტი“ 20 იანვრის ინაუგურაციას ეხებოდა. ტრამპმა დაწერა, რომ ცერემონიაზე დასწრებას არ აპირებს.

კომპანიის დასკვნაში აღნიშნულია, რომ ინაუგურაციაში მონაწილეობაზე უარი კიდევ ერთხელ აჩვენებს ტრამპის პოზიციას, რომ ის 3 ნოემბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და მათ უკანონოდ მიიჩნევს. ასევე ეს შეიძლება აღქმული იქნას, რომ ინაუგურაციის ცერემონია უსაფრთხო არ იქნება და იქ ძალადობა არ არის გამორიცხული.

რაც შეეხება ტრამპის განცხადებას ამერიკელ პატრიოტებზე, ეს ნიშნავს, რომ ის კვლავაც გვერდზე დაუდგება იმ ადამიანებს, ვინც საპრეზიდენტო არჩევნებში მის დამარცხებას არ აღიარებს და ამ ადამიანების უკანონო მოქმედებებს ხელს შეუწყობს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაბლოკილი იქნება ექაუნთი @realDonaldTrump, ხოლო ტრამპის პირად ექაუნთს ეს არ შეეხება.

ასევე Twitter -ის ინფორმაციით, დაბლოკილია დონალდ ტრამპის კომპანიის ექაუნთიც, @TeamTrump.

სამოქალაქო თავისუფლების აქტივისტები, რომლებიც სოც. ქსელებს შუღლის გაღვივებაში ადანაშაულებენ, Twitter -ის ამ გადაწყვეტილებას მიესალმებიან.

ცნობისთვის, 8 იანვარს დონალდ ტრამპის ექაუნთი „ფეისბუქმაც“ დაბლოკა.

იხილეთ აგრეთვე:

🔱 დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენის ინაუგურაციას არ დაესწრება

🔱 როგორ დაიწყო და როგორ დასრულდა ტრამპის პრეზიდენტობა (ფოტოგალერეა)