მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„უახლოესი მომავალი უმძიმესი იქნება“ - მერკელი მოსახლეობას აფრთხილებს

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მოსახლეობას აფრთხილებს და აცხადებს, რომ გერმანია კრიტიკულ ეტაპზე გადადის, რადგან ევროპაში კოვიდ 19 ძალიან სწრაფი ტემპით ვრცელდება

კანცლერის თქმით, მომავალი 2 კვირა განსაკუთრებით მძიმე იქნება.

„გერმანიამ პანდემიის დაწყებიდან 40 000 ადამიანი დაკარგა. ვირუსი ძალიან სწრაფი ტემპით ვრცელდება მთელ ევროპაში. მიუხედავად იმისა, რომ გერმანიამ პირველი ტალღის დროს მძიმე დარტყმა მიიღო, არანაკლებ ძლიერი დარტყმა მოჰყვა მეორე ტალღის სახით.

პანდემიის ეს მეორე საშიში ტალღაა, რომელშიც ჩვენი ქვეყანა იმყოფება, ისევე როგორც ევროპის მრავალი ქვეყანა. ზამთრის შემდეგი კვირები, ალბათ, პანდემიის ყველაზე რთული ეტაპი იქნება“, - აცხადებს მერკელი და იმედს იტოვებს, რომ ევროპა არ დაკარგავს კონტროლს ვირუსზე.

ინფორმაციისთვის, მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 91 მლნ-ს აჭარბებს. რაც შეეხება გერმანიას, ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევები 2 მლნ-მდე აღწევს.