მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უჰანში მოსახლეობის მასობრივი ტესტირება განახლდა

ტესტირება უჰანში

ჩინეთის ქალაქ უჰანში, რომელიც კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრადაა მიჩნეული, ინფექციაზე მასობრივი ტესტირება კვლავ განახლდა.

ტესტირების გადაწყვეტილება ჩინეთის ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც უჰანში დიდი ხნის შემდეგ კოვიდინფიცირების ფაქტი 10 მაისს კვლავ გამოვლინდა.

"რადგან მათ მოხსნეს შეზღუდვები და ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდნენ, შეიძლება იქ ვირუსის მეორე ტალღა წარმოიშვას", - განაცხადა აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმაენტონი ფაუჩიმ და იმედი გამოთქვა, რომ ეს არ მოხდება.

ცნობისთვის, ჩინეთმა კორონავირუსი უკვე დამარცხებულად გამოაცხადა და ქვეყანაში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა. უჰანში საკარანტინო რეჟიმი 8 აპრილს გაუქმდა.