უცხოეთი

უკონკურენტოდ - BBC საქართველოში არჩევნების მეორე ტურს ეხმაურება

BBC საქარტველოს არჩევნებზე
1605960102
დაკოპირებულია

BBC საქართველოში არჩევნების მეორე ტურს ეხმაურება. არჩევნები უკონკურენტოდ ტარდება, რადგანაც ოპოზიციურმა პარტიებმა საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. არჩევნები 17 მაჟორიტარულ ოლქში ტარდება, თითოეულ ოლქში 2-2 კანდიდატია, მაგრამ ოპოზიციის წარმომადგენელთა სახელები საარჩევნო ბიულეტენებში - მხოლოდ ფორმალობაა - წერს BBC. 

მაჟორიტარული არჩევნები საერთო ჯამში 30 ოლქში ჩატარდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 13 ოლქში პირველივე ტურში მმართველი პარტიის კანდიდატებმა გაიმარჯვეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მეორე ტურს ძალზე მნიშვნელოვანი უწოდა. მან აღნიშნა, რომ 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების მიხედვით, პარლამენტში 9 პარტია შედის.

„უნდა მივხვდეთ, რომ ქვეყნის სტაბილური განვითარების გაგრძელება, სტაბილური პოლიტიკური პროცესი ძალზე მნიშვნელოვანია იმ გამოწვევების დროს, რაც ამჟამად არსებობს. პირველ რიგში, ეს გლობალური პანდემიაა, ეკონომიკური კრიზისი და რეგიონული კონფლიქტები“ - განაცხადა გახარიამ.

BBC-ს ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის ბოიკოტის თაობაზე და 31 ოქტომბრის არჩევნების ფალსიფიკაციის შესახებ ოპოზიციის განცხადებებზე პრემიერს კომენტარი არ გაუკეთებია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ხმათა უმრავლესობა მიიღო.

ცესკოს ინფორმაციით, „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ ამომრჩეველთა ხმების 48% მიიღო, ხოლო მეორე ადგილზე გასულმა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ - ძალა ერთობაშია“ – 27%. პარლამენტში კიდევ 7 ოპოზიციური პარტია მოხვდა, მაგრამ ყველამ 4%-ზე ნაკლები აიღო.

ყველა ოპოზიციურმა პარტიამ არჩევნების შედეგები არ ცნო და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს - წერს BBC.

„მოვუწოდებთ ჩვენს ამომრჩეველს არ წავიდეს არჩევნებზე, ვინაიდან ჩვენ მეორე ტურსაც ბოიკოტს ვუცხადებთ“ - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ხატია დეკანოიძემ.

ამასთანავე, კონსტიტუციონალისტი ექსპერტების აზრით, ოპოზიციის ბოიკოტი ფორმალურად საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციონირებას ხელს არ შეუშლის. მმართველი პარტია სესიის ჩასატარებლად საკმარის მანდატს მიიღებს და მთავრობის დაკომპლექტებას შეძლებს.

BBC იუწყება, რომ თუ ოპოზიცია გადაწყვეტილებას არ შეცვლის, პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ქვეყანაში ერთპარტიული პარლამენტი იქნება.

„სამართლებრივი თვალსაზრისით, პრობლემები არ იქნება. რაც შეეხება პოლიტიკურ ლეგიტიმაციას, რასაკვირველია, ერთპარტიული პარლამენტი „ქართულ ოცნებას“ გარკვეულ დისკომფორტს შეუქმნის და ის ამ საკითხის დაბალანსებას შეეცდება“ - განაცხადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა ვახუშტი მენაბდემ.

სტრატეგიული ანალიზის ცენტრის ექსპერტს ხათუნა ლაგაზიძეს მიაჩნია, რომ ერთპარტიული პარლამენტი საქართველოში, რომელსაც რეგიონში დემოკრატიის შუქურად მოიხსენიებდნენ, მმართველი პარტიისთვის განაჩენი იქნება.

მაშინ როდესაც ექსპერტთა უმრავლესობა ოპოზიციის მიერ ბოიკოტის ფორმატს და პარლამენტში შესვლაზე უარს გაუმართლებელ ნაბიჯს უწოდებს, ლაგაზიძე ამას ერთადერთ ეფექტიან გადაწყვეტილებას უწოდებს, ვინაიდან „ქართული ოცნება“ მნიშვნელოვან საკითხებზე მრავალპარტიული დიალოგის ფორმატს არ ეთანხმება. „ოპოზიციამ იმდენი ხმა მოიპოვა, რომ ნებისმიერ ნორმალურ დემოკრატიულ ქვეყანაში ხელისუფლება კომპრომისზე და ოპოზიციასთან დიალოგზე წავიდოდა, საქართველოში კი „ქართული ოცნების“ პირობებში ამის წარმოდგენა ძალზე რთულია“ - აცხადებს ლაგაზიძე.

მას მიაჩნია, რომ პარლამენტში შესვლაზე უარი ოპოზიციისთვის გარკვეულ რისკს შეიცავს, მაგრამ თანხმობის შემთვევაში ოპოზიციურმა პარტიებმა შეიძლება გაცილებით მეტი დაკარგონ:

„ოპოზიციის მარგინალიზაციის რისკი ძალზე მაღალია იმისთვის, ვინც პარლამენტში შესვლას დათანხმდება, მაგრამ პარლამენტს გარეთ დარჩენილებსაც ემუქრება მარგინალიზაციაა. თუ დიალოგი მაინც შედგა, ერთადერთი რაც ოპოზიციასაც და ხელისუფლებასაც სახის შენარჩუნების საშუალებას მისცემს, რიგგარეშე არჩევნებია, და არა განმეორებითი არჩევნები“ - აცხადებს ლაგაზიძე.

მისი თქმით, განმეორებითი არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში ხელისუფლება ირიბად აღიარებდა, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა.

„რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში კი ხელისუფლება არჩევნების ფალსიფიკაციას არ აღიარებს და მას შეუძლიათ იამაყოს ქვეყნის შიგნითაც და მის ფარგლებს გარეთაც იმით, რომ ოპოზიციასთან სათანამშრომლოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში ოპოზიციაც პლიუსში დარჩება, რადგანაც მანაც გარკვეულ შედეგს მიაღწია“ - განაცხადა ექსპერტმა.

ერთ-ერთ ვარიანტად ექსპერტს მიაჩნია რიგგარეშე არჩევნების ჩატარება მომავალი წლის შემოდგომაზე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად. თუმცა, ამ დროისთვის, ხელისუფლების მხრიდან ამ ტიპის კომპრომისისთვის მზადყოფნა არ ჩანს.

„მოლაპარაკების თემა არჩევნებზე ქართველი ხალხის ნების გადახედვა ვერ იქნება. მივმართავ ჩვენს ამომრჩეველს და ოპონენტებს - მათ მიიღეს გადაწყვეტილება ხმათა უმრავლესობით და ამის გადახედვას, ახალი არჩევნების ჩატარებას და ამ არჩევანის ეჭვქვეშ დაყენებას არავინ აპირებს“ - განაცხადა „ქართული ონების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

მმართველი პარტიის წარმომადგენლებს საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნები მოჰყავთ, რომელთა შეფასებით, გარკვეული ხარვეზების მიუხედავად, არჩევნები კონკურენტული იყო და ის ფუნდამენტური უფლებების დაცვით ჩატარდა - წერს BBC.

დაავადებათა კონტროლის
ცენტრის ხელმძღვანელი
ლუგარის ლაბორატორიის
დაარსებაზე საუბრობს

ამირან გამყრელიძე: ბოდიშს ვუხდი მოსახლეო...

მოსახლეობის ნაწილის უკმაყოფილების მიუხედავად შეზღუდვების აუცილებლობაზე საუბრობს ამირან გამყრელიძე. ის ვირუსის დამარცხების მთავარ იარაღად ვაქცინაციას ასახელებს.

1611426345

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტში ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ ინფორმაციას ეხმაურებიან, რომლის თანახმად პოლიციის თანამშრომლები პანდემიის პირობებში მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების დროს სამსახურებრივი მანქანებით უკანონო საქმიანობას ეწევიან.

1611428769

რუსეთში საპროტესტო აქციებზე 2 500-ზე მეტი მომიტინგე დააკავეს. პოლიციის მხრიდან აქტივისტების მიმართ გამოყენებული ძალის მიუხედავად, დემონსტრაციები რუსეთის ათობით ქალაქში მაინც შედგა.

1611428672

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამია გეურარხში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მესაქონლეობის ფერმა სახელმწიფო მხარდაჭერით შეიქმნა.

ფერმის ასაშენებლად ჯამურად, 2 მლნ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის 1,5 მლნ ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია, დანარჩენი თანხა კი ფერმერის ინვესტიცია.

1611422793

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალური ქსელში ბათუმში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. კერძოდ, აჭარის უმაღლესი საბჭოს უპარტიო წევრი ირაკლი ჩავლეიშვილი ბათუმის ბულვარის დამცველთა საპროტესტო აქციაზე მივიდა, სადაც მათ მოძრაობა „ალტერნატივას“ აქტივისტებმა „მოღალატე“ ეძახეს და ბოლოს ერთ-ერთმა აქტივისტმა მას თავზე ნაგავი გადააყარა.

1611420562
ევროპარლამენტის დროშა და
შენობა

ევროპარლამენტი ახალ რეზოლუციებში საქართველოს...

2021 წლის 20 იანვარს ევროპარლამენტმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკისა და უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის შესახებ რეზოლუციები მიიღო. რეზოლუციებში ევროპარლამენტი ურყევ მხარდაჭერას გამოხატავს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ამის შესახებ ინფორმაციას პორტალი europarl.europa.eu აქვეყნებს.

პროკურატურამ თელავში მომხდარი განზრახ მკ...

საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და განზრახ მკვლელობისთვის ჯ.ა.-ს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. 

1611412171
როგორია პანდემიის უახლესი გლობალური სტატ...

მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 98 მლნ-ს აჭარბებს. განახლებულ მონაცემებს worldometer-ი აქვეყნებს.

ჯონსონი არ გამორიცხავს, რომ კორნავირუსის...

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა არ გამორიცხა, რომ კორონავირუსის ბრიტანული შტამი სხვებთან შედარებით უფრო საშიშია. ამასთანავე ის აცხადებს, რომ ქვეყანაში არსებული ვაქცინა ამ შტამის მიმართ ეფექტურია. ამის შესახებ washingtonpost.com იუწყება.