მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინა 10 მლნ დოზა ფაიზერის ვაქცინას მიიღებს

უკრაინის დროშა

უკრაინამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ფაიზერის 10 მლნ დოზის მიღების შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწერა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა Unian-ი ავრცელებს. 

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა უკრაინისა და უკრაინელებისთვის. დღეს ჩვენ საბოლოოდ გავაფორმეთ მნიშვნელოვანი ხელშეკრულება Pfizer–თან, რომ უზრუნველვყოთ Pfizer-ის ვაქცინის 10 მილიონი დოზის მიღება.

ამის გაკეთება არ იყო იოლი, მაგრამ Pfizer–ის აღმასრულებელ დირექტორთან საუბრის წყალობით შესაძლებელი გახდა ხელშეკრულების გაფორმება. მან პირობა დადო, რომ ჩვენთვის შეუძლებელსაც გააკეთებდა“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ინფორმაციისთვის, უკრაინაში კოვიდვაქცინაცია 24 თებერვალს დაიწყო. უკრაინაში ვაქცინაცია CoviShield-ის ვაქცინით მიმდინარეობს. აღნიშნული ვაქცინა ლიცენზირებულია ინდოეთის სერუმ ინსტიტუტის მიერ.

ამავე თემაზე:

✔️ ვოლოდიმირ ზელენსკი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა