მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინა კორონავირუსის ჩინური ვაქცინის 1,9 მლნ დოზას შეიძენს

უკრაინა კორონა

უკრაინა კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინის „სინოვაკის“ 1,9 მლნ დოზას შეიძენს. 

უკრაინული გამოცემა unian-ის ინფორმაციით, უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრომ Sinovac Biotech – ის მიერ წარმოებული COVID 19–ის საწინააღმდეგო ვაქცინის მიწოდების შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწერა.

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ხელშეკრულება ვაქცინის გამოცდილ მწარმოებელთან გაფორმდა.

Sinovac Biotech-ის ვაქცინას შენახვის განსაკუთრებული პირობები არ სჭირდება. ის +2-დან +8 გრადუსამდე ტემპერატურაზე ინახება.

ინფორმაციისთვის უკრაინაში კოვიდინფექციის დადასტურებული შემთხვევები 1 მლნ-ს აჭარბებს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 👇

✔️ დიდ ბრიტანეთში „ასტრაზენეკას“ მიერ შემუშავებულმა ვაქცინამ ავტორიზაცია გაიარა

✔️ აშშ-ში ვაქცინაციის შემდეგ მედდას კორონავირუსი დაუდგინდა