მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინამ დონეცკის ოლქში დაღუპული სამხედროს ვინაობა დაასახელა

უკრაინელი სამხედრო საზღვარზე

დონეცკის ოლქში სეპარატისტების მხრიდან 6 სექტემბერს გახსნილი ცეცხლის შედეგად ივანო-ფრანკოვსკის ოლქის მკვიდრი ტარას კუბიოვიჩი დაიღუპა. ამის შესახებ „ფეისბუკში“ ანტიტერორისტული ოპერაციის მონაწილეთა გაერთიანების წევრმა მიხეილ ჩოვგანიუკმა დაწერა.

სააგენტო „უნიანის“ ინფორმაციით, პრორუსმა სეპარატისტებმა კვირას, 6 სექტემბერს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვიეს და უკრაინელი სამხედროების პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს. ერთი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა და ერთი დაიჭრა.

ამავე სააგენტოს ცნობით, 7 სექტემბერს, დილით ლუგანსკის ოლქში ორი სამხედროს ცხედარი აღმოაჩინეს, რომლებიც ხანძრის ჩასაქრობად წავიდნენ. კიდევ ორი სამხედრო ნაღმზე უკრაინის შეიარაღებული ძალების ავტოცისტერნის აფეთქების შედეგად დაშავდა.