მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინაში ადგილობრივი არჩევნები იმართება

უკრაინის დროშა

უკრაინაში ადგილობრივი არჩევნები ტარდება. ინფორმაციას უკრაინული გამოცემა Unian ავრცელებს.

უკრაინელები სოფლებისა და ქალაქების რაიონულ, ასევე საოლქო საბჭოებს ირჩევენ. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა და საღამოს 20:00 საათზე დაიხურება.

ინფორმაციისთვის, ანექსირებული ყირიმის, ოკუპირებული ლუგანსკისა და დონეცკის გარდა არჩევნები უკრაინის 24-ვე რეგიონში ჩატარდება. უკრაინაში მუნიციპალური არჩევნები ახალი საარჩევნო კოდექსით ტარდება.