მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინაში ბოლო 24 საათში კოვიდინფიცირების 823 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 22 პაციენტი

პაციენტის შეყვანა კლინიკაში

ბოლო 24 საათში კორონავირუსის 823 ახალი შემთხვევა და 22 ლეტალური ფაქტი - ასეთია კოვიდსიტუაცია უკრაინაში. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით იუწყება.

ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა კვლავ ლვოვის ოლქში გამოვლინდა, სადაც ინფექცია 128 ადამიანს დაუდასტურდა.

5 ივლისის მდგომარეობით, უკრაინაში კოვიდ-19-ის 48 500 შემთხვევაა რეგისტრირებული. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 1 249-ს შეადგენს. ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 221-ით გაიზარდა და ჯამში 21 376 შეადგინა.

ცნობისთვის, კორონავირუსი პირველად ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა. 21 იანვარს ჩინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა ინფორმაცია, რომ ვირუსი გადამდებია. COVID-19-მა მოიცვა 213 ქვეყანა.

11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. კოვიდინფექციით ინფიცირების ზრდის მაჩვენებლის მიხედვით კვლავ აშშ ლიდერობს, მეორე პოზიციას-ბრაზილია, ხოლო მესამეს რუსეთის ფედერაცია იკავებს.