მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინაში ერთ დღე-ღამეში კორონავირუსისგან 481 ადამიანი გარდაიცვალა

უკრაინაში ანტირეკორდი

ერთ დღე-ღამეში უკრაინაში კორონავირუსისგან 481 ადამიანი გარდაიცვალა, რაც რეკორდული მაჩვენებელია პანდემიის დაწყებიდან. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს. 

ამავე პერიოდის განმავლობაში კორონავირუსი 15 415 ადამიანს დაუდგინდა, 11 472 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა კიევის, ოდესის, ლვოვის და ხარკოვის ოლქებში დაფიქსირდა.

ქვეყანაში 24 თებერვლიდან ვაქცინაცია დაიწყო. კიევში 5 აპრილიდან მკაცრი კარანტინი გამოცხადდა.