მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინაში კორონავირუსით 3 წლის ბავშვი გარდაიცვალა

3 წლის ბავშვი გარდაიცვალა უკრაინაში

უკრაინის ქალაქ ვინიცაში კორონავირუსით გამოწვეული გართულებებისგან 3 წლის გოგო გარდაიცვალა. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.

ამ ინფორმაციის მიხედვით, ბავშვი რამდენიმე დღის განმავლობაში ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული. საავადმყოფოში მიყვანისას მისი მდგომარეობა ძალზე მძიმე იყო.

გარდაცვლილი ბავშვი ცერებრალური დამბლით იყო დაავადებული. მედიკოსები მის გადარჩენას რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდნენ, მაგრამ უშედეგოდ.

პანდემიის დაწყებიდან უკრაინაში კორონავირუსის 1,961,956 შემთხვევა დაფიქსირდა. 40,367 ადამიანი გარდაიცვალა.

იხილეთ აგრეთვე:

🔅 საქართველოში კორონავირუსით კიდევ 10 ადამიანი გარდაიცვალა