მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინაში კოვიდინფიცირების შემთხვევები 21 ათასს აჭარბებს

უკრაინის დროშა

უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 21 ათასს აღემატება.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას unian ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი 259 ადამიანს დაუდგინდა, ხოლო გარდაცვალების 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 623-მდე გაიზარდა. რაც შეეხება განკურნებულებს, კოვიდ-19-ის დამარცხება უკრაინაში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე 7234-მა ადამიანმა შეძლო.

11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. კოვიდინფექციამ 210 ქვეყანა მოიცვა. ინდფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბრაზილიასა და რუსეთის ფედერაციაში.