მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინაში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 150 ათასს აჭარბებს

უკრაინის დროშა

უკრაინაში ეპიდსიტუაცია ყოველდღიურად მძიმდება. კოვიდინფიცირებულების საერთო რაოდენობა 150 ათასს აღემატება. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა unian ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ბოლო 24 საათში უკრაინაში 2462 ადამიანს დაუდასტურდა კორონავირუსი. ასევე გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსს კიდევ 33 ადამიანი ემსხვერპლა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რაოდენობა 69 543-ს შეადგენს.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსი პირველად ჩინეთში უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა, 2020 წლის იანვარში ჩინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა გავრცელებული ინნფორმაცია, რომ ვირუსი გადამდებია. მიმდინარე წლის 20 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.