მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინაში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 42 ათასს აღემატება

უკრაინის დროშა

უკრაინაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი 948 ადამიანს დაუდასტურდა, ხოლო ინფიცირებულთა რაოდენობამ 42 ათასს გადააჭარბა.

აღნიშნულ ინფორმაციას Unian ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ასევე ბოლო 24 საათში ქვეყანაში კოვიდვირუსით გარდაცვალების 24 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 27 ივნისის მონაცემებით 1110-ს შეადგენს. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, უკრაინაში 18701-მდე გაიზარდა.

ცნობისთვის, კორონავირუსი პირველად ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა. 21 იანვარს ჩინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა ინფორმაცია, რომ ვირუსი გადამდებია. კოვიდ-19-მა მოიცვა 210 ქვეყანა. ინფიცირებულია 9 მილიონზე მეტი ადამიანი. 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.