მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინაში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 44 ათასს აღემატება

უკრაინის დროშა

უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებით 706 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ინფიცირებულთა რაოდენობა 44 334-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას Unian ავრცელებს.

მათივე ცნობით, ასევე ბოლო 24 საათში კოვიდვირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა. უკრაინაში კოვიდ-19-სგან სულ გარდაცვლილია 1159 ადამიანი. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 19115-ს შეადგენს.

ცნობისთვის, კორონავირუსი პირველად ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა. 21 იანვარს ჩინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა ინფორმაცია, რომ ვირუსი გადამდებია. კოვიდ-19-მა მოიცვა 210 ქვეყანა. ინფიცირებულია 10 მილიონზე მეტი ადამიანი. 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.