მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინაში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 24 ათასს გადააჭარბა

უკრაინა კორონა

უკრაინაში კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 24 340-მდე გაიზარდა.

Unian-ის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში უკრაინაში კოვიდინფიცირების 328 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ვირუსს დროის ამ პერიოდში 9 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის შედეგად სულ 727 ადამიანი გარდაიცვალა. რაც შეეხება განკურნებულებს, უკრაინაში კოვიდვირუსისგან 10078 ადამიანი განიკურნა.

ცნობისთვის, კოვიდინფექცია პირველად ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა, 21 იანვარს ჩინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა ინფორმაცია, რომ ვირუსი გადამდებია, კოვიდვირუსმა მოიცა 210 ქვეყანა. ინფიცირებულია 6 მილიონზე მეტი ადამიანი. 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კოვიდ-19 11 მარტს პანდემიად გამოაცხადა.