მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციების მიმართულებით ცეცხლი 21-ჯერ გაიხსნა

სიტუაცია აღმოსავლეთ უკრაინაში

აღმოსავლეთ უკრაინაში ქვეყნის  შეიარაღებული ძალების პოზიციების მიმართულებით ცეცხლი 21-ჯერ გაიხსნა. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება. 

ამ ინფორმაციის მიხედვით, დაჭრილია უკრაინის შეიარაღებული ძალების ორი მებრძოლი და ერთი სამოქალაქო პირი.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პრორუსმა სეპარატისტებმა ცეცხლი 82 მმ და 120 მმ-იანი ნაღმმტყორცნებიდან გახსნეს. ასევე გამოყენებული იყო ყუმბარმტყორცნები და მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევები.

ასევე, დასახლება ოპიტნოეს მახლობლად „ბოევიკებმა“ ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი გამოიყენეს.

უკვე რამდენიმე დღეა უკრაინული მხარე იუწყება, რომ რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში დამატებითი შეიარაღებული ძალები შეიყვანა. ექსპერტები მსხვილმასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების განახლების საფრთხეზე საუბრობენ.

იხილეთ აგრეთვე:

🔴 კრავჩუკი: რუსეთს დღეს მეგობრები არ ჰყავს, მხოლოდ მტრები ან მასზე დამოკიდებულები

🔴 ყარაბაღის ომის დროს ქალაქ შუშის მიმართულებით „ისკანდერის“ რაკეტა ისროლეს

🔴 ბელარუსის პარლამენტმა შეუთანხმებელი აქციების ჩატარება აკრძალა