მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინული ტანკერი მიგრანტებით ერთ თვეზე მეტია მალტის სანაპიროსთან დგას

მიგრანტები უკრაინულ ტანკერზე

უკრაინული ტანკერი, რომლის ეკიპაჟმა ერთი თვის წინ 27 მიგრანტი გადაარჩინა, ერთ თვეზე მეტია მალტის სანაპიროსთან დგას. მიგრანტების მიღებაზე ყველა ქვეყანა უარს ამბობს, ამის გამო ისინი მთელი ამ ხნის განმავლობაში გემზე იმყოფებიამ.

„ბი-ბი-სის“ ცნობით, გემის კაპიტანი ვლადიმერ ეროშკინი ამბობს, რომ ტანკერი არ არის გათვლილი ერთდროულად ამდენი ადამიანისთვის. თანაც ეკიპაჟს მიგრანტებისთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენა არ შეუძლია.

ცნობისთვის, მიმდინარე წელს ხმელთაშუა ზღვაში 554 მიგრანტი დაიღუპა, ისინი, ძირითადად, ჩრდილოეთ აფრიკიდან ევროპის ქვეყნებში ნავებით ჩასვლას ცდილობენ, მაგრამ უდიდესი ნაწილი ზღვაში იღუპება.