მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინული თვითმფრინავის ავიაკატასტროფა ვიდეოკამერამ დააფიქსირა (ვიდეო)

უკრაინაში „ან-26“-ის ავიაკატასტროფა ვიდეოკამერამ დააფიქსირა. კადრები ფეისბუქის გვერდზე უკრაინის შს მინისტრის მოადგილემ ანტონ გერაშენკომ გამოაქვეყნა.

„ეს ვიდეო დაეხმარება ექსპერტებსა და გამომძიებლებს იმის დადგენაში, თუ რა მოხდა მას შემდეგ. რაც თვითმფრინავის მეთაურმა მარჯვენა ძრავის გათიშვის შესახებ დისპეჩერებს აცნობა,“ - დაწერა გერაშენკომ

დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კატასტროფის ადგილზე ე.წ. შავი ყუთებია აღმოჩენილი.

შეგახსენებთ, რომ „ან-26-ის“ ტიპის თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა ხარკოვის მახლობლად გვიან ღამით განიცადა. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 26 ადამიანი.