მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდებისთვის ირანში 10 პირს ბრალი წაუყენეს

უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფა

ირანში უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდების საქმეზე 10 ოფიციალურ პირს ბრალი წაუყენეს. ამის შესახებ Reuters იტყობინება. 

ირანის სამოქალაქო ავიაციის ხელმძღვანელობამ გასულ თვეში გამოქვეყნებულ მოხსენებაში განაცხადა, რომ ბოინგის ჩამოგდება რადარის გაუმართაობამ და თავდაცვის ძალების ოპერატორის შეცდომამ გამოიწვია.

უკრაინასა და კანადაში მოხსენება გააკრიტიკეს და მას არასაკმარისი უწოდეს.

„უკრაინული თვითმფრინავის ავიაკატასტროფაში მონაწილე 10 პირს ბრალი წაუყენეს. შესაბამისი გადაწყვეტილებები სასამართლოში იქნება მიღებული“, - აღნიშნა თეირანის სამხედრო პროკურორმა ღოლამ აბას ტორკიმ.

შეგახსენებთ, რომ უკრაინულმა სამგზავრო თვითმფრინავმა, 2020 წლის 8 იანვარს, თეირანის აეროპორტიდან აფრენიდან მალევე კატასტროფა განიცადა.

შემთხვევის შედეგად ბორტზე მყოფი 176 ადამიანი დაიღუპა.

ირანის მთავრობამ შემთხვევას „კატასტროფული შეცდომა“ უწოდა. გაირკვა, რომ თვითმფრინავის ჩამოგდება სამხედრო ძალების შეცდომამ გამოიწვია.