მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„უნიანი“: სად მდებარეობს კიევში ბომბსაფარები (რუკა)

კიევის ბომბსაფარები

სააგენტო „უნიანი“ უკრაინის დედაქალაქ კიევში მდებარე ბომბსაფარების რუკას ავრცელებს და ხსნის თუ როგორ უნდა მივიდნენ ადამიანები ამ საფარებამდე საგანგებო სიტუაციის დროს.

„სამოქალაქო თავდაცვის დამცავი ნაგებობები საინჟინრო ნაგებობებია, რომლებიც ადამიანების, ტექნიკის და ქონების დროებითი თავშესაფრისთვის გამოიყენება. მათი გამოყენება მშვიდობიან პერიოდში საგანგებო სიტუაციების დროსაა დაგეგმილი, ასევე ის დაზიანების საშუალებებისგან დასაცავად განსაკუთრებულ პერიოდში გამოიყენება.

ამ მიზნებისთვის ორმაგი დანიშნულების ნაგებობების გამოყენებაც იგეგმება. ესენია მიწისქვეშა ან მიწისზედა ნაგებობები, რომლებიც ძირითადი ფუნქციის გარდა ადამიანების დასაცავად გამოიყენება. საუბარია სხვენებზე და საფორტიფიკაციო ნაგებობებზე“ - წერს „უნიანი“.

„უნიანი“ ასევე ინფორმაციას ავრცელებს თუ როგორ შეიძლება ბომბსაფარის მიგნება. ამისთვის სპეციალური რუკაა გამოქვეყნებული, სადაც მითითებულია კომუნალური სახლები, სასწავლო დაწესებულებები, მიწისქვეშა გადასასვლელები, მეტროს სადგურები და სსვა. რუკაზე ამ ობიექტების ზუსტი მისამართი წერია.