მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვაშინგტონმა ჯანმოსთან ურთიერთობა გაწყვიტა

თეთრი სახლის ლიდერი

აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, თეთრ სახლში გამართულ კონფერენციაზე, ოფიციალურად განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ურთიერთობის გაწყვეტის შესახებ. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

მანამდე, 15 აპრილს, პრეზიდენტმა ტრამპმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დაფინანსება ნაწილობრივ შეუჩერა.

ტრამპი აცხადებდა, რომ ჯანმო-მ კორონავირუსის საფრთხის შესახებ სათანადო ინფორმაცია დროულად არ გაავრცელა.