მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვაშინგტონში 15 ათასი სამხედროა შეყვანილი

ჯარი ვაშინგტონში

ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე რამდენიმე დღით ადრე ვაშინგტონში აშშ-ის ეროვნული გვარდიის ნაწილები შეიყვანეს. მათ პოლიციას უსაფრთხოების უზრუნველყოფაში უნდა დაეხმარონ. ამის შესახებ  dw.com იუწყება. 

საერთო ჯამში ქვეყნის დედაქალაქში 15 ათასი სამხედრო ჩაიყვანეს. ასევე ქვეყანაში მოსალოდნელი არეულობის შესახებ FBI-იც არის ინფორმირებული. თავის მხრივ, საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელმა ჩად ვოლფმა განაცხადა, რომ მან თანამდებობიდან გადადგომამდე თავის სამსახურს „სპეციალურ ღონისძიებასთან დაკავშირებული ოპერაციის ჩატარების ბრძანება" მისცა.

როგორც წესი, აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ვაშინგტონში ასიათასობით ადამიანი ჩადის. ამჟამად ღონისძიების ორგანიზატორებმა მოუწოდეს მოსახლეობას, რომ ვაშინგტონში ვიზიტისგან თავი შეიკავონ. კაპიტოლიუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ინაუგურაცია იმართება, მოქალაქეებს გადაადგილების საშუალება არ ექნებათ.

აშშ-ის საგამოძიებო უწყებებს აქვთ ინფორმაცია, რომ საპროტესტო გამოსვლები აშშ-ის სხვა შტატებშიც არის დაგეგმილი.

ვაშინგტონში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების აუცილებლობა დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც 6 იანვარს დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმში შევარდნენ. სწორედ იმ დროს კონგრესი აშშ-ში 3 ნოემბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს ამტკიცებდა. პოლიციასთან შეტაკების დროს 5 ადამიანი დაიღუპა. ჯო ბაიდენმა, ასევე სენატისა და კონგრესის წევრებმა მომხდარზე პასუხისმგებლობა აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს დააკისრეს.

ჯოზეფ ბაიდენის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.

🔴 აშშ-ის კონგრესი ტრამპის იმპიჩმენტს ამზადებს

🔴 Twitter-მა ტრამპის ექაუნთი ძალადობისკენ მოწოდებების გამო დაბლოკა