მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვაშინგტონში განვითარებულ მოვლენებს 4 ადამიანი ემსხვერპლა

ტრამპის მომხრეების შეჭრა

 კაპიტოლიუმის შენობის დარბევის დროს ოთხი ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

გამოცემის ინფორმაციით, გარდაცვლილებს შორის ერთ-ერთი ქალია, რომელიც პოლიციის სროლის შედეგად ადგილზე დაიღუპა.

ამ დროისთვის სულ 52 ადამიანი დააკავეს, მათგან 47 - კომენდანტის საათის წესების დარღვევისთვის.

ინფორმაციისთვის, 6 იანვარს აშშ-ში კონგრესმენების მიერ საარჩევნო ხმების დათვლასა და გადამოწმებას ტრამპის მომხრეების პროტესტი მოჰყვა.

დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ და პროცესი შეაფერხეს.

კონგრესში მიმდინარე სხდომა შეჩერდა. ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის შენობიდან ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის ევაკუაცია განხორციელდა, სადაც მან სპეციალური სხდომა გახსნა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ აშშ - კაპიტოლოუმზე თავდასხმა (ფოტოამბები)

✔️ბაიდენი ტრამპს მოუწოდებს, კაპიტოლიუმში შეჭრა ტელევიზიით დაგმოს