მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვენესუელის პრეზიდენტი აშშ-ის დაზვერვას ტერაქტების ორგანიზებაში ადანაშაულებს

ნიკოლას მადურო აშშ-ის დაზვერვას ადანაშაულებს

ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სამსახურს ტერაქტების ორგანიზებაში ადანაშაულებს. ის ამბობს, რომ აშშ -ის დაზვერვა ამისთვის ნარკოტიკებთან ბრძოლის ფედერალურ სამსახურს იყენებს.

„ამერიკული დაზვერვა შეტევებს გეგმავს ნავთობის სექტორის, ენერგეტიკის და სამხედრო ობიექტებზე. ამისთვის მათ მთელი ჯაშუშური ქსელი აქვთ ჩამოყალიბებული“ - განაცხადა მადურომ ვენესუელის ტელევიზიის ეთერში.

ვენესუელა ამჟამად მწვავე პოლიტიკურ კრიზისს განიცდის. ის 2019 წელს დაიწყო. პოლიტიკური დევნის გამო ქვეყანა ოპოზიციის ლიდერმა ჰუან გუაიდომ დატოვა. მადურომ აშშ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულა და ვაშინგტონთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.