მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვიეტნამში მომხდარ წყალდიდობას 40 ადამიანი ემსხვერპლა (ვიდეო)

ვიეტნამში წყალდიდობას 40 ადამიანი ემსხვერპლა

ვიეტნამის ცენტრალურ ნაწილში მომხდარ წყალდიდობას 40 ადამიანი ემსხვერპლა. კიდევ 8 უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ამის შესახებ სააგენტო „სინჰუას“ ვიეტნამის სტიქიურ უბედურებათა მართვის კომიტეტში აცნობეს. ინფორმაციას REGNUM ავრცელებს.

წყალდიდობის შედეგად წყლის ქვეშ 135 ათასი შენობა აღმოჩნდა, გარდა ამისა, წყალმა 5 ათას ჰექტარზე მეტი ფართობის სასოფლო-სამეურნეო სავარგული დაფარა.

წყალდიდობა ძლიერმა წვიმებმა გამოიწვია.