მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვიეტნამში წყალდიდობებს და ტაიფუნებს საერთო ჯამში 192 ადამიანი ემხვერპლა

სტიქია ვიეტნამში

ბოლო ორი თვის განმავლობაში ვიეტნამში სტიქიური უბედურების შედეგად 192 ადამიანი დაიღუპა, ხოლო მატერიალურმა ზარალმა 1,3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ Reuters იუწყება. 

57 ადამიანი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. მათი გადარჩენის შანსი მინიმალურია.

წყალდიდობამ ასიათასობით ადამიანის სახლი დააზიანა, განადგურდა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. სტიქიამ ადგილობრივი მოსახლეობის ისედაც რთული მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა, ვინაიდან ქვეყნის ტურისტულ სექტორს კორონავირუსის პანდემიამ დიდი დარტყმა მიაყენა.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სექტემბერ-ოქტომბერში ვიეტნამს ცხრა ტაიფუნი დაატყდა თავს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ზოგიერთ რაიონში სურსათის პრობლემა შეიძლება შეიქმნას.