მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვოლოდიმირ ზელენსკი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

უკრაინის პირველი პირი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კორონავირუსისგან განიკურნა. ინფორმაციას გამოჯანმრთელების შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

პრეზიდენტი ზელენსკი ამბობს, რომ უკვე სამსახურში დაბრუნდა და ჩვეულ რიტმში აგრძელებს მუშაობას.

„როგორც იქნა კორონავირუსის ტესტზე უარყოფითი პასუხი მივიღე. ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვიზრუნოთ არა მარტო საკუთარ თავზე, არამედ სხვებზეც. დავიცვათ დისტანცია, ვატაროთ პირბადე, მივყვეთ ცხოვრების ჯანსაღ წესს“, - აცხადებს ზელენსკი.

ინფორმაციისთვის, უკრაინის პრეზიდენტს კოვიდინფექცია 9 ნოემბერს დაუდასტურდა.