მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

WHO ვარაუდობს, რომ აზიაში კორონავირუსის მეორე ტალღა დაიწყება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლობა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით მოსახლეობას მიმართავს.

ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი COVID-19-ის ვირუსთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს და აღნიშნავს, რომ ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ინფექცია შეეყაროს.

"200 ათასზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, 8 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ბევრი ქვეყანა ეპიდემიის ესკალაციის წინაშე დგას, ჩვენ გვესმის თქვენი ხმა, ვიცით ის უზარმაზარი სირთულეები, რასაც აწყდებით და ის უზარმაზარი ტვირთი, რომლის ქვეშაც იმყოფებით. ნუ ივარადუდებთ, რომ ეს თქვენს საზოგადოებაზე გავლენას არ მოახდენს, მოემზადეთ ისე თითქოს მოახდენს, ნუ იფიქრებთ, რომ თქვენ არ დაინფიცირდებით, ისე მოემზადეთ თითქოს დაინფიცირდებით", - განაცხადა მოსახლოების მიმართვისას გებრეიესუსმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში მოლოდინი აქვთ, რომ აზიაში ვირუსის მეორე ტალღა იქნება.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. ტედროს გებრეიესუსმა მსოფლიოს ქვეყნებში ვირუსის გავრცელების დინამიკასა და სისწრაფეს საგანგაშო და შემაშფოთებელი უწოდა.