მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზელენსკი: ყველა დაპირების შესასრულებლად ერთი საპრეზიდენტო ვადა საკმარისი არ იქნება

უკრაინის პრეზიდენტის მიმართვა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, პრეზიდენტის პოსტზე არჩევიდან ერთი წლის შემდეგ, აცხადებს, რომ ყველა დაპირების შესასრულებლად, მას ერთი ვადა არ ეყოფა.

"გულწრფელად რომ გითხრათ, ყველა დაპირების შესრულებისთვის, ერთი საპრეზიდენტო ვადა საკმარისი არ არის",- აღნიშნა ზელენსკიმ ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ, ეყოფოდა თუ არა მას ყველა გეგმის შესასრულებლად 5 წელი.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ თუ უკრაინელი ხალხისგან მხარდაჭერა ექნება, ის საპრეზიდენტო არჩევნებში მეორედ მონაწილეობაზეც დაფიქრდება.

დღეს, 20 მაისს ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინის პრეზიდენტის პოსტზე ერთი წელი შეუსრულდა.