მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზელენსკიმ უკრაინაში გლოვის დღე გამოაცხადა

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ავიაკატასტროფის გამო ქვეყანაში 26 სექტემბერი გლოვის დღედ გამოაცხადა. დაშვებულია სახელმწიფო დროშები, გაუქმებულია გასართობი ღონისძიებები და ტელეგადაცემები.

„ან-26-ის“ ტიპის თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა ხარკოვის მახლობლად გვიან ღამით განიცადა. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 26 ადამიანი.

საჰაერო ხომალდის ბორტზე 27 პირი, ძირითადად ხარკოვის საავიაციო სასწავლებლის კურსანტები იმყოფებოდნენ. ერთი ადამიანი გადარჩა და ის საავადმყოფოში უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება.