მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზელენსკიმ ვაქცინის მწარმოებელი კომპანიები პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა

ზელენსკის კანონი

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ხელი მოაწერა სამთავრობო კანონს, რომელიც ვაქცინაციის დროს შესაძლო გართულებების შემთხვევაში კორონავირუსის ვაქცინების მწარმოებლებს პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს. 

კანონის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ეს ინიციატივა COVAX-ის პლატფორმის ფარგლებში უკრაინის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებას და ასევე კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ოპერატიული რეაგირების შესაძლებლობას ემსახურება.

ვაქცინაციის შემდეგ გართულების შემთხვევაში სახელმწიფო შესაბამისი კომპენსაციის გადახდის ვალდებულებას იღებს. კანონი ოთხი წლის განმავლობაში იმოქმედებს.