მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჟურნალმა „თაიმსმა“ წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანების ასეული გამოავლინა

ჟურნალმა „თაიმსმა“ წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანების ასეული გამოავლინა

ჟურნალმა „თაიმსმა“ წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანების ასეული გამოავლინა. წელს რეიტინგში 54 ქალი მოხვდა, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. სიაში ასევე პირველად მოხვდა ექიმი და მეცნიერი. გამოცემამ სიაში მოხვედრილები 5 კატეგორიად დაყო: ტიტანები, ნოვატორები, ხელოვნების მოღვაწეები, ლიდერები და კერპები.

ასეულში მოხვდა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ედჰენომ გებრეიესუსი, რომელიც ეთიოპიელი ბიოლოგია, ორგანიზაციას კი 2017 წლიდან ხელმძღვანელობს.

„თაიმსის“ 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის წელს ბევრია ექიმია. მაგალითად, გერმანელი ინფექციონისტი კამილა როთი, რომელმაც დიდი როლი შეასრულა დადგენაში, რომ „კოვიდ-19“-ის უსიმპტომო ადამიანებისგანაც ვრცელდება. მედდა ნიუ იორკიდან, ემი ოსულივანი, რომელიც ნიუ ორკში კორონავირუსით დაღუპულ პირველ პაციენტს მკურნალობდა, რის შემდეგაც თავადაც დაინფიცირდა. აგრეთვე, ამერიკის წამყვანი ვირუსოლოგი და ინფექციონისტი ენტონი ფაუჩი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ჩინეთის პირველი პირი სი ძინპინი, აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატი და ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ტაივანის პრეზიდენტი ცაინ ვენი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი.

ტიტანების ჯგუფში მოხვდა, Google-ის გენერალური დირექტორი სუნდარა პიჩაი, ჩინეთის მთავარი ეპიდემიპლოგი ჩჯუნ ნანშანი, მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქალი მაკენზი ბეზოსი, ფორმულა 1-ის მრბოლელი ლუის ჰამილტონი.

ლიდერებში,- ჯანმოს გენერალური მდივანი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი, აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ენტონი ფაუჩი, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, მისი მეტოქე ამერიკის საპრეზიდენტო არჩვენბეზე ჯო ბაიდენი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი

ნოვატორებში, - მერიკელი რეპერი Megan Thee Stallion, Nasa-ს ასტრონავტები ჯესიკა მეირი და კრისტინა კუკი.

ხელოვანებში, - მომღერლები The Weeknd და სელინა გომესი, მსახიობები ფიბი უოლტერ-ბრიჯი და მაიკლ ბაკარი, რეჟისორი პონ ჟუნ ხო.

კერპებად კი გამოცემა მოძრაობა Black Lives Matter-ის დამფუძნებლებს, უფლებადამცველ ანჯელა დევისს და ჩოგბურთელ ნაომი ოსაკას ასახელებს.