პოლიტიკა

ვალერიან გორგილაძე : „NDI“-ის მიერ 2012 წლის თებერვალში გამოკითხულთა 60%-ს მიაჩნდა, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდებოდა, ოქტომბერში კი ხმა ოპოზიციას მისცა

„NDI“-ის მიერ 2012 წლის თებერვალში გამოკითხულთა 60%-ს მიაჩნდა, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდებოდა, ოქტომბერში კი ხმა ოპოზიციას მისცა“, - ამის შესახებ ექსპერტმა „POSTV“-ის თოქშოუში „პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან“ ერთად განაცხადა. 

გოგა ხაინდრავა: ლორა თორნტონის საქმიანობა მარგინალური პოლიტიკური ჯგუფის მხარდაჭერას ემსახურება, აღნიშნული საკითხი სერიოზულად უნდა დადგეს აშშ-ში

რეჟისორ გოგა ხაინდრავას განცხადებით, საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მყარი პარტნიორია და თანაც ეს არაერთხელ დაამტკიცა.

მიხეილ ჩხენკელმა ნორვეგიის ელჩთან სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე იმსჯელა

განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ნორვეგიის ელჩთან ჰელენ სანდ ანდრესენთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა, სადაც მხარეებმა განათლებისა და კულტურის მიმართულებით მიმდინარე და სამომავლო ერთობლივ პროექტებზე იმსჯელეს.

ვალერიან გორგილაძე NDI-ს რეიტინგზე: „არ ვიცი, რატომ არის დავით ბაქრაძე ყველაზე მიმზიდველი, ყველაზე ჭკვიანი, გამბედავი...“

„არ ვიცი, რა იდუმალი კავშირი აქვს, რატომ არის დავით ბაქრაძე ყველაზე მიმზიდველი, ყველაზე ჭკვიანი, ყველაზე გამბედავი, სექსუალური და ა.შ.“ - განაცხადა ექსპერტმა ვალერიან გორგილაძემ NDI-ს ბოლო კვლევებზე საუბრისას POSTV-ის ტოქშოუში „პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან“ ერთად.

არჩილ თალაკვაძე: გავაგრძელებთ ზრუნვას, რომ სოციალურ მუშაკთა ანაზღაურება გაიზარდოს

„ჩვენ გავაგრძელებთ ზრუნვას, რომ გაიზარდოს სოციალურ მუშაკთა ანაზღაურება, გაუმჯობესდეს მათი სამუშაო პირობები და ეს პროფესია გახდეს კიდევ უფრო დაფასებული”,- 

 
დავით მათიკაშვილი: ირაკლი შოთაძე მოიქცა ისე, როგორც მოიქცეოდა მაღალი პროფესიონალი და მაღალი მორალური ღირებულებების მქონე ადამიანი, როდესაც მან თანამდებობა დატოვა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა პირველი TV-ს გადაცემა „დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში“ განაცხადა, რომ ირაკლი შოთაძის მიმართ განსაკუთრებული მიუღებლობა აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“.

არჩილ თალაკვაძე: ვფიქრობ, უმრავლესობის მხრიდან ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარდაჭერა ექნება 

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე არ გამორიცხავს, რომ ირაკლი შოთაძე მოხვდეს მთავარი პროკურორობის იმ კანდიდატებს შორის, რომელსაც საპროკურორო საბჭო საკანონმდებლო ორგანოს წარუდგენს. 

აშშ-ის ელჩი: საქართველოს მიერ რთულად მოპოვებული დამოუკიდებლობა რუსეთის გამო საფრთხის ქვეშ რჩება

"ამერიკის მსგავსად, საქართველომაც იბრძოლა დამოუკიდებლობის მისაღწევად – ეს რთულად მოპოვებული დამოუკიდებლობა რუსეთის გამო საფრთხის ქვეშ რჩება",- ამის შესახებ საქართველოში ამერიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კელი დეგნანმა ფიცის დადებისას განაცხადა.

პარლამენტმა ბადრი ბასიშვილის დეპუტატობის უფლებამოსილება სცნო

75 მომხრე, 2 წინააღმდეგი - პარლამენტმა ბადრი ბასიშვილის დეპუტატობის უფლებამოსილება სცნო.

 

ვოლსკი: ამ ქვეყანაში სამართლის დაცვაზე პასუხისმგებელნი ვართ

"ჩვენ ვართ პასუხისმგებელი სამართლის დაცვაზე ამ ქვეყანაში და დარწმუნებული ვარ, რომ ხვალაც  მოგვთხოვს პასუხს საზოგადოება კანონიერების დაცვაზე ამ სახელმწიფოში, ამიტომ ამაზე უარს ნუ ვამბობთ",-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა ვიცე სპიკერმა გია ვოლსკიმ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ნიკა მელიას ადგილმონაცვლის ბადრი ბასიშვილის უფლებამოსილების პროცედურასთან დაკავშირებით მსჯელობა გაიმართა.

"ქართული ოცნების" დეპუტატების ნაწილმა განაცხადა, რომ ნიკა მელიას შემცვლელის, ბადრი ბასიშვილის წინააღმდეგები არიან

"ქართული ოცნების" დეპუტატების ნაწილმა დააფიქსირა პოზიცია, რომ ნიკა მელიას შემცვლელის, ბადრი ბასიშვილის წინააღმდეგები არიან. 

 

 
მამუკა მდინარაძე: მხარს დავუჭერთ პროცედურული დემოკრატიის აღსრულებას

"თითქმის საათზე მეტი ველოდეთ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს, რომ მოსულიყვნენ და მართალია, ფორმალური, მაგრამ თავიანთი უფლებამოსილება შეესრულებინათ",- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

დიმიტრი ხუნდაძე: პრობლემური საკითხები გასული წლის ბოლოს დალაგდა, კლინიკების უდიდესი ნაწილი ანაზღაურებულია

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ ბიუროს სხდომაზე ლევან კობერიძის მიერ წამოჭრილ საკითხთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ დღეს იგი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეს ხვდება 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით. 

პრემიერი: სამწუხაროდ, კვლევები პოლიტიკური პროცესის ნაწილი გახდა

"გულწრფელად ვამბობ, სამწუხაროდ, იმის მაგივრად, რომ სხვადასხვა სახის კვლევები გახდეს გარკვეული დასკვნების და ანალიზის საფუძველი, ეს ჩვეულებრივად პოლიტიკური პროცესის ნაწილი გახდა", - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას NDI-ის კვლევებთან დაკავშირებით.

დავით ბაქრაძემ კელი დეგნანს საქართველოში ელჩად დანიშვნა მიულოცა

16 იანვარს აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე საქართველოში აშშ-ს ახალი ელჩის კელი დეგნანის ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო, რომელიც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში გაიმართა.

 

პრემიერმა გარდაბანში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი თბოელექტროსადგური გახსნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავასთან ერთად, გარდაბანში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი, 230 მეგავატი დადგმული სიმძლავრის მქონე "გარდაბნის თბოელექტროსადგური 2" გახსნა.

თეა წულუკიანი: ირაკლი შოთაძე ძალიან კარგი მთავარი პროკურორი იყო, გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება თავის დროზეც არ მომწონდა და ეს პოზიცია არ შემიცვლია

ირაკლი შოთაძე იყო ძალიან კარგი მთავარი პროკურორი, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერი შესაძლო გადადგომაზე: დაგასპოილეროთ? დაელოდეთ ფინალურ სერიას

"ნუ ჩქარობთ, დაველოდოთ ფინალს და ვნახოთ", - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას, იგეგმება თუ არა მთავრობის მეთაურის შეცვლა.

 

 
გახარია ირაკლი შოთაძის კანდიდატურაზე: დაამტკიცა, რომ შეუძლია მძიმე გადაწყვეტილებების მიღება და პასუხისმგებლობის აღება

"ღირსეული ადამიანი და ღირსეული პროფესიონალია", -ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურის წარდგენას.

პრემიერი ოკუპირებული აფხაზეთის მოვლენებზე: კრიტიკულად მნიშვნელოვანია დაცული იყოს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებში მნიშვნელოვანია დაცული იყოს საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოება.