კახა კალაძე: ჩვენ შევძლებთ, გამოწვევებს ღირსეულად ვუპასუხოთ

,,ქართული ოცნების" მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ლადო კახაძე მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. 

იყავით დარწმუნებული იმაში, ბატონო ლადო, რომ ამ ბრძოლაში არ ხართ მარტო. თქვენ უკან დგას ადამიანების ძალიან დიდი ჯარი, რომელსაც “ქართული ოცნება” ჰქვია, ადამიანები, რომლებსაც გული შესტკივათ თავიანთ ქვეყანაზე, თავიანთ ქალაქზე და თავიანთ რაიონზე, - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ,,ქართული ოცნების" მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ლადო კახაძის მოსახლეობასთან შეხვედრისას.

კალაძის თქმით, 19 მაისს მთაწმინდის ამომრჩეველი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.

"ბატონ ლადოს ჩემი წარდგენა არ სჭირდება, მთაწმინდის მოსახლეობა ძალიან კარგად იცნობს მას- ადამიანს, რომელიც დაიბადა, გაიზარდა და ცხოვრობს მთაწმინდის რაიონში. მისი პროფესია და მისი მთავარი პრინციპი არის ადამიანზე ზრუნვა. დარწმუნებული ვარ, 19 მაისს მთაწმინდის ამომრჩეველი მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, რომ მისი ეს ყოველდღიურობა გადავიტანოთ პოლიტიკაში და შეუერთდეს ჩვენს გუნდს.

ბატონმა ლადომ ისაუბრა 2012 წლის შემდეგ ქვეყანაში განხორციელებულ ძალიან სასიცოცხლო რეფორმებსა და ცვლილებებზე, რომლებიც, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ვამაყობთ ყველა ამ რეფორმით, მაგრამ ამით ვერ ვიქნებით კმაყოფილები. ქვეყანაში, ქალაქში გვაქვს ძალიან ბევრი გამოწვევა, თუმცა, მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ჩვენ შევძლებთ ამ გამოწვევებს ღირსეულად ვუპასუხოთ. ჩვენ შევძლებთ გადავლახოთ ეს რთული ბარიერები.

ეს არის პრობლემები, რომლებიც 20-25 წლის განმავლობაში გროვდებოდა ქვეყანაში და მჯერა იმის, რომ ერთად დგომით, ერთიანი ძალისხმევით, საზოგადოების ჩართულობით შესაძლებელია ამ პრობლემების მოგვარება,- განაცხადა თბილისის მერმა.

დედაქალაქის მერმა იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ილაპარაკა, რომელიც დედაქალაქში ხორციელდება.

"თქვენ ხედავთ ქალაქში რამდენად მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება ყველა მიმართულებით. არცერთი სფერო არ არის დარჩენილი, სადაც წინსვლა არ არის და რეფორმები არ ხორციელდება. მე მესმის, რომ ამ ყველაფერს ჭირდება დრო, რათა დავინახოთ რეალური შედეგი.

მინდა, ბატონ ლადოს წარმატებები ვუსურვო. მე ვიცი ყველა ის პრობლემა, რომელიც აწუხებს მთაწმინდის მოსახლეობას, დაწყებული ინფრასტრუქტურიდან, დამთავრებული შენობა-ნაგებობების ავარიულობით და ა.შ. ჩვენ ძალიან ბევრი შეხვედრა გვაქვს მოსახლეობასთან, გვაქვს პირდაპირი კომუნიკაცია და იყავით დარწმუნებული იმაში, ბატონო ლადო, რომ ამ ბრძოლაში არ ხართ მარტო. თქვენ უკან დგას ადამიანების ძალიან დიდი ჯარი, რომელსაც “ქართული ოცნება” ჰქვია, ადამიანები, რომლებსაც გული შესტკივათ თავიანთ ქვეყანაზე, თავიანთ ქალაქზე და თავიანთ რაიონზე.

ჩვენ ერთად შევძლებთ ამ პრობლემების მოგვარებას, თქვენ კი გისურვებთ ძალიან დიდ წარმატებას!" - განაცხადა კახა კალაძემ.


შსს: ადმინისტრაციული ორგანოების შტურმი ან ბლოკირების მცდელობა დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი

"აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოების შტურმი ან ბლოკირების მცდელობა პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი",-ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

 
საპატრულო პოლიციის უფროსი: განსაკუთრებული დეპარტამენტის წარმომადგენლებს არანაირი ცეცხლსასროლი იარაღი არ აქვთ

საპატრულო პოლიციის უფროსის ვაჟა სირაძის თქმით, განსაკუთრებული დეპარტამენტის წარმომადგენლებს არანაირი ცეცხლსასროლი იარაღი არ აქვთ. 

ახალციხე-ადიგენის გზაზე მანქანა დაიწვა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ახალციხე-ადიგენის დამაკავშირებელ გზაზე.

რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ საპროტესტო აქციას კახეთიც უერთდება

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მათი მხარდამჭერები ჩალაუბნის პოლიციის გამშვებ პუნქტთან შეიკრიბნენ.

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის იზოლატორიდან ციხეში გადაიყვანეს

ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის იზოლატორიდან ციხეში გადაიყვანეს. 

ბელარუსში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ბელარუსში დღეს საპარლამენტო არჩევნები იმართება.

საფრანგეთში „ყვითელჟილეტიანები“ და სამართალდამცველები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

უცხოური მედიის ინფორმაციით, შეტაკება მაშინ, მოხდა როდესაც მოძრაობის წევრები  საპროტესტო აქციის ერთი წლისთავს აღნიშნავდნენ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ჯარში კვებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თავდაცვის სამინისტრო თავდაცვის ძალების ხორცის მომარაგებასთან დაკავშირებით სტუდია მონიტორის მიერ მომზადებულ სიუჟეტს გამოეხმაურა.

 

ჯივიპი გლდანის მე-2 მიკრორაიონში ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

ხვალ, 18 ნოემბერს, კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი გლდანის რაიონში, მე-2 მიკრორაიონის N36-ე კორპუსის მიმდებარედ, წყალმომარაგების ქსელზე გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

კურორტ აბასთუმანს და მიმდებარე სოფლებს გაზი არ მიეწოდება

დაბა აბასთუმანს და ადიგენის ექვს სოფელს, ბუნებრივი აირის მიწოდება 17 ნოემბერს, გამთენიისას შეუწყდა.

თბილისში „პატრიოტთა ალიანსისა“ და "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილ აქციას სამეგრელოდან შემოუერთდებიან

დედაქალაქში დაგეგმილ აქციებზე დასასწრებად "ნაციონალური მოძრაობისა" და "პატრიოტთა ალიანსის" მხარდამჭერები სამეგრელოდან გაემგზავრნენ. 

 

საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ილია მეორეს თანადგომა გამოუცხადეს

15 და 16 ნოემბერს ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ საპატრიარქო რეზიდენციაში საქართველოში არსებული რელიგიებისა და კონფესიების ლიდერები და მათი წარმომადგენლები მიიღო.

თბილისში დღეს ორი საპროტესტო აქცია გაიმართება

თბილისში, დღეს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ და ასევე რესპუბლიკის მოედანზე ორი საპროტესტო აქციაა დაგეგმილი.

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად „თეთრი ხალათების“ აქცია გაიმართება

 საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად ხვალ, 18 ნოემბერს "თეთრი ხალათების" აქცია გაიმართება. 

კახა კალაძე: ყველა სტრუქტურა მუშაობს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს სახლში

„დე ფაქტო ცხინვალელმა ჩინოვნიკებმა თუ არ იციან, მენტორებმა აუხსნან, რომ ექიმი ხელშეუხებელია მსოფლიოს ნებისმიერ ცხელ წერტილში“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებას.

 

პროტესტის მე-3 დღე - რუსთაველის გამზირზე აქცია განახლდა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია განახლდა. 

ბოკერია ე.წ. გერმანულ მოდელზე: უტიფარი სიცრუეა, რომ კონსტიტუციას ეწინააღმდეგება

"კიდევ ერთი უტიფარი სიცრუე, რომ კონსტიტუციას ეწინააღმდეგება",- ასე უპასუხა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ მმართველი გუნდის განცხადებას, რომ ე.წ. გერმანული მოდელი კონსტიტუციასთან არათავსებადია. 

ციხელაშვილი: ხელისუფლება მაქსიმუმს აკეთებს, რომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს

„ამ ძალიან რთულ პირობებში ხელისუფლება აკეთებს მაქსიმუმს,  რათა საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოება და ინტერესი დაიცვას. ამ შემთხვევაში, ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილის, რათა ის დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს. ამაზე მაღალი ინტერესი, ამ ეტაპზე, არ გვაქვს“ – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა  საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრიდაშვილის ოჯახში სტუმრობის შემდეგ განაცხადა.

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება. 

ირმა ინაშვილი: ჩვენი შეკრებით ხვალ პოლიტიკურ სპექტაკლებს და მელაკუდობას გავაპროტესტებთ

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა მრავალაათასიანი აქცია დაანონსა.

დავით უსუფაშვილი ე.წ. გერმანულ მოდელზე: კონსტიტუციასთან არანაირი წინააღმდეგობა არ არის

„ეს არის თითიდან გამოწოვილი არგუმენტი, არანაირი წინააღმდეგობა კონსტიტუციასთან არ არის“, - ასე გამოეხმაურა „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ ე.წ. გერმანული მოდელი კონსტიტუციასთან არათავსებადია.