ანზორ ბოლქვაძე მიხეილ სააკაშვილს პასუხობს

პარლამენტში ხულოს, შუახევის და ქედის მაჟორიტარი დეპუტატი, ანზორ ბოლქვაძე, სოციალურ ქსელში, ხულოს სამხატვრო გალერეასთან დაკავშირებით, საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს პასუხობს.

,,ვეხმაურები ყოფილი პრეზიდენტის კომენტარს ხულოს სამხატვრო გალერიასან დაკავშირებით. 2003 წელს, როდესაც მე ვეწეოდი სამეწარმეო საქმიანობას, ჩემს უფროს მეგობართან, ბატონ თეიმურაზ კომახიძესთან ერთად, რომელიც ჩემი სწავლის პერიოდში იყო ქ.ბათუმის ინდუსტრიული სასწავლებლის დირექტორი, აღნიშნული დროისთვის კი აჭარის ა.რ.კულტურის მინისტრი, გადავწყვიტეთ, სამხატვრო გალერეის გახსნა ხულოში. შევიძინეთ კომუნისტების დროინდელი, უმოქმედო მდგომარეობაში მყოფი რესტორნის ფართი 500 მ2 . პირადად ჩემი და თეიმურაზ კომახიძის მიერ, მოხდა მისი რესტავრაცია და გაიხსნა გამგეობის სტრუქტურულ ერთეულსა და ხულოს კულტურის ცენტრთან არსებული .,,ხულოს სამხატვრო გალერეა“, რომლის დირექტორად დაინიშნა საქართველოს მხატვართა კავშირის საპატიო წევრი, ცნობილი და დამსახურებული მხატვარი სიმონ ართმელაძე. სამხატვრო გალერეის გახსნისთანავე იქვე განთავსდა სამხატვრო სკოლა, სადაც პირველად სამი მოსწავლე სწავლობდა, დღეისათვის კი 70 მოსწავლე ეუფლება მხატვრობის საწყისებს, და ამ სკოლის აღზრდილები დღეისათვის ქ. თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდენტები არიან. ხულოს გალერეაში, ერთ სივრცეშია წარმოდგენილი თანამედროვე ქართული სახვითი ხელოვნების თითქმის ყველა მიმდინარეობა, იქ, მისულ დამთვალიერებელს ექმნება სრულფასოვანი შთაბეჭდილება თანამედროვე ქართულ მხატვრობაზე.


გალერეის შენობაში ეწყობა გამოფენები, იმართება ღონისძიებები, მიდის უამრავი ტურისტი და დამთვალიერებელი. იწერება შთაბეჭდილებები, ეს სივრცე წარმოაჩენს ჩვენი ხალხის შემოქმედებასა და ყოფით კულტურას. დასაქმებულია 4 ადამიანი, მათ შორის ერთი გახლავთ ჩემი მეუღლე რომელიც ხელფასის სახით იღებს მინიმალურ ანაზღაურებას -260 ლარს.


ხულოს სამხატვრო გალერეის გარდა იმ პერიოდში ბატონი თეიმურაზ კომახიძისა და პირადად ჩემი მონაწილეობით რესტავრაცია ჩაუტარდა სხალთის შერიფ ხიმშიაშვილის სახელობის სახლ-მუზეუმს, ნიგაზეულისა და თხილვანის მხარეთმცოდნეობის მუზეუმებს. რესტავრაცია ჩაუტარდა ნიგაზეულში სელიმ ხიმშიაშვილის სასაფლაოს, ბაკოში, სერიყანაში დაიდგა თავისკვეთის მემორიალი, გაკეთდა ხიხანის ციხესთან ასასვლელი 1350 მ. სიგრძის ბილიკი რომელიც, დღესაც ციხესთან ერთადერთი ასასვლელია. ჩამოთვლილი ძეგლები დღეს ტურისტების ინტერესსა და აღფრთოვანებას იწვევს. ამ ყველაფერში ჩვენთან ერთად მონაწილეობდა ჩემი ხალხი, მათი შრომითა და ოფლით არის მოპოვებული ეს ყოველივე, ამიტომაც მათ უკეთ იციან სიმართლე და არიან სიტუაციის ყველაზე კარგი შემფასებლები", - წერს ანზორ ბოლქვაძე სოციალურ ქსელში.


ფსიქიატრები რომ გაუქმდნენ ვიცი, მაგრამ ხულოს სამხატვრო გალერეა რა არის? სამხატვრო გალერეა და ხულო რა შუაში ერთმანეთთან? – ამის შესახებ ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მიუნხენში ემიგრანტენთან შეხვედრის დროს ხულოს მაჟორიტარ დეპუტატზე საუბრისას განაცხადა.


სააკაშვილმა ბოლქვაძეს, რომელიც ორჯერ „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით იყო არჩეული პარლამენტში, „დეგრადირებული“ უწოდა. 


 


 


ქართველი მორაგბეები რუმინეთის ჩემპიონები გახდნენ

ორი ქართველი მორაგბე ხვიჩა ჯგერენაია და ნაკრების მოთამაშე ბიძინა სამხარაძე რუმინეთის ჩემპიონები გახდნენ. 

კობახიძე: დიასპორასთან კავშირების განვითარება განსაზღვრულია, როგორც კონსტიტუციური მნიშვნელობის ამოცანა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა.

სალომე ზურაბიშვილი - დიასპორა საქართველოს ძალა და მნიშვნელოვანი კაპიტალია

საქართველოს პრეზიდენტმა ქართული დიასპორას დიასპორის ყოველწლიურ ფორუმზე მიმართა, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად იმართება.

2019 წლის ნიუქამერი ცნობილია

21 ივნისს Tbilisi Open Air-ის მთავარ სცენაზე ფესტივალის ჰედლაინერის, Franz Ferdinand-ის დღეს, ჯგუფი Four Dimensional Monster Lobsters დაუკრავს.

ირაკლი კობახიძე: ახალ თაობებზე ზრუნვა განსაკუთრებული პრიორიტეტია და ჩვენი ხელისუფლება შესაბამისად მოქმედებს

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს მეან-გინეკოლოგთა და პერინატოლოგთა VIII კონგრესში მიიღო მონაწილეობა.

მცხეთის წყალმა ქალაქ მცხეთაში, წმინდა ნინოს ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელი განაახლა

კომპანია მცხეთის წყალმა ქალაქ მცხეთაში, წმინდა ნინოს ქუჩაზე, 200 მეტრი სიგრძის წყალსადენის ქსელი განაახლა და წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ახალ ქსელზე ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები დაამონტაჟა.

რუსეთში ტაქსის უცხოურ კომპანიებს საქმიანობა აეკრძალათ

ტაქსის უცხოური კომპანიები რუსეთში საქმიანობას ვეღარ განაგრძობენ. შესაბამისი საკონონმდებლო ცვლილებები მეორე მოსმენით დაამტკიცეს.

ჯივიპი გლდანში, ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე წყალმომარაგების სისტემას ანახლებს

 ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის 2019 წლის ერთ-ერთი მასშტაბური პროექტი - გლდანში, ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია.

ეკა ბესელია ახალ პარტიას აფუძნებს

პარლამენტარი ეკა ბესელია ახალ პოლიტიკურ პარტიას "სამართლიანობას"აფუძნებს.

პროექტის მართვის ინსტიტუტი (PMI) საქართველოში ოფიციალურ წარმომადგენლობას ხსნის

პროექტის მართვის ინსტიტუტის (PMI) საქართველოს წარმომადგენლობის ოფიციალური გახსნის ცერემონია 28 მაისს, 16 საათზე, სასტუმრო "შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში" გაიმართება.

რუსმა პოლიტიკოსმა ჟურნალისტის კითხვას მოგვერდით უპასუხა

ხაკასეთის რაიონის თავმჯდომარე სერგეი ზაიცევი, რუსეთის ტელეარხის „როსიას“ კორესპონდენტს ივან ლიტომინს თავს დაესხა. საგამოძიებო კომიტეტმა მომხდარის მოკვლევა დაიწყო.

ლადო კახაძე საქართველოს პირველ არხზე შალვა შავგულიძესთან დებატებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს

მთაწმინდის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ლადო კახაძემ საქართველოს პირველ არხზე შალვა შავგულიძესთან დებატებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

საქართველოში უახლოეს დღეებში წვიმაა მოსალოდნელი

საქართველოს ზოგიერთ რაიონში 31 მაისის ჩათვლით ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა.

ლაგოდეხში მდინარეში ჩავარდნილი მოსწავლის ცხედარი იპოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა ლაგოდეხში, „ნინოსხევის ჩანჩქერის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარეში ჩავარდნილი 16 წლის გოგონას ცხედარი იპოვეს.

საქართველოს ბანკმა Global Finance-ის Best Sub-Custodian Bank Award 2019-ის ჯილდო მიიღო

საქართველოს ბანკმა, ქვეყნის წამყვანმა ბანკმა, Global Finance-ის Best Sub-Custodian Bank Award 2019-ის ჯილდოს მიღების თაობაზე განაცხადა. 

ბიძინა ივანიშვილი - განათლებას და ცოდნას მოაქვს ჭეშმარიტი თავისუფლება

პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

ყაჩაღობისთვის ბრალდებულებს 8 და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

რუსთავის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში ბრალდებულები  ე.გ და ე.რ დამნაშავეებად ცნო.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება

ხვალ, 28 მაისს, კომპანია თელასის მიერ დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, წავკისის დასახლებაში მდებარე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სატუმბო სადგურს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.

ლიეტუვის ახალი პრეზიდენტი კრემლთან რიტორიკას შეარბილებს

ლიეტუვაში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგად გამარჯვება ეკონომისტმა გიტანას ნაუსედამ მოიპოვა, მან ხმების 66,72% მიიღო.

რუსთავში ჯარისკაცებმა 2 ბავშვი გადაარჩინეს(ვიდეო)

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე სამმა სამხედრო მომსახურემ, ხანძრის დროს, 2 მცირეწლოვანი ბავშვი გადაარჩინა. ინფორმაციას „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.

„ჯორჯიან მანგანეზი“ განცხადებას ავრცელებს

26 მაისს „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელი პირები გაფიცულ თანამშრომლებს შეხვდნენ, სადაც კომპანიის მხრიდან მაღაროელებისთვის შეთავაზებული იყო შემდეგი წინადადებები: