ტრანსნაციონალური ორგანიზებული კიბერდანაშაულის ქსელის ლიდერს და მის ასისტენტს საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობით პატიმრობა შეეფარდა

დანაშაულებრივი ჯგუფის გამოსავლენად, ოთხ სხვადასხვა ქვეყანაში ჯგუფის წევრების მიმართ უპრეცედენტო სისხლისსამართლებრივი დევნა განხორციელდა.

კომპლექსური ტრანსნაციონალური ორგანიზებული კიბერდანაშაულებრივი ქსელი, რომელიც აშშ-სა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ დაზარალებულთაგან 100 მილიონი აშშ დოლარის მოსაპარად GozNym-ის მავნე პროგრამას იყენებდა, სამართალდამცავი ორგანოების საერთაშორისო ოპერაციის შედეგად დაიშალა.

კომპლექსური ტრანსნაციონალური ორგანიზებული კიბერდანაშაულებრივი ქსელი, რომელიც აშშ-სა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ დაზარალებულთაგან 100 მილიონი აშშ დოლარის მოსაპარად GozNym-ის მავნე პროგრამას იყენებდა,  სამართალდამცავი ორგანოების საერთაშორისო ოპერაციის შედეგად დაიშალა.

დანაშაულებრივი ჯგუფის გამოსავლენად, ოთხ სხვადასხვა ქვეყანაში ჯგუფის წევრების მიმართ უპრეცედენტო სისხლისსამართლებრივი დევნა განხორციელდა, რაც აშშ-ს, საქართველოს, უკრაინას, მოლდოვას, გერმანიას, ბულგარეთს, ევროპოლსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შედეგია.

საგამოძიებო ღონისძიებაში ერთობლივად იყო ჩართული  აშშ-ის პენსილვანიის შტატის   დასავლეთ რაიონის პროკურატურა და ფედერალური საგამოძიებო ბიუროს პიტსბურგის საველე ოფისი, ოპერაცია ჩაატარეს  საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის, ვერდენის (გერმანია),  ბულგარეთის პროკურატურებთან და ასევე  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, უკრაინის  პოლიციასთან, მოლდოვის გენერალური პოლიციის ინსპექტორატთან, გერმანიის ლუნბურგის პოლიციასთან, ბულგარეთის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გენერალურ დირექტორატთან, ევროპოლთან და ევროჯასტთან ერთად.

საქართველოდან,  აღნიშნულ ღონისძიებაში გენერალური პროკურატურასთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტრო მონაწილეობდა. ორი წლის მანძილზე,  ამერიკელ კოლეგებთან ერთად ტარდებოდა საგამოძიებო მოქმედებები  ტრანსნაციონალური ორგანიზებული კიბერდანაშაულის ქსელის იმ მონაწილეების გამოსავლენად და უტყუარი მტკიცებულებების მოსაპოვებლად, რომლებიც დანაშაულებრივ საქმიანობას  საქართველოდან ახორციელებდნენ.

ამერიკელ კოლეგებთან ერთობლივი მუშაობის შედეგად იდენტიფიცირებულია კონკრეტული დაზარალებული კომპანიები და    საქართველოში მყოფი ორი პირი.  GozNym-ის ქსელის ლიდერის და ორგანიზატორის  - ა.კ.-ს (რომელიც ცნობილია ზედმეტსახელით “None”), აგრეთვე მისი მთავარი ასისტენტის,  მ.კ.-ს (რომელიც ცნობილია ზედმეტსახელით  “Phantom”) მიმართ დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა.

ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ა.კ. და მ.კ., საქართველოს შს სამინისტროს თანამშრომლებმა  2019 წლის 8 მაისს მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მათ  იმავე დღეს  საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ  ბრალდება წარუდგინა.

კერძოდ,  NONE-ს და PHANTOM-ს ბრალად ედებათ  აშშ-ს ათამდე კომპანიის მიმართ ჩადენილ შემდეგ დანაშაულებზე: კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევისთვის (საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლი);  კომპიუტერული სისტემიდან კომპიუტერული მონაცემების უნებართვოდ მოპოვებისა და მათი უკანონოდ შენახვა-გავრცელებისთვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (158-ე მუხლი); კომპიუტერული მონაცემის და კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენებისთვის (285-ე მუხლი);  ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობისთვის, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია (177-ე მუხლი).

2019 წლის 9 მაისს საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა ა.კ.-ს  (NONE-ს)  და  მ.კ.-ს (PHANTOM-ს) პირველი წარდგენის სხდომა და მათ აღკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდათ პატიმრობა. 

საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებას აგრძელებს საქართველოს გენერალური პროკურატურა.



ეკონომიკის მინისტრის მოადგილე: „ჩვენი მიზანია, ქვეყნის საერთო მოხმარებაში გაიზარდოს განახლებადი ენერგიის წილი“

ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა რომ სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიზანია შექმნას განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის გამოყენების სამართლებრივი საფუძვლები.

 
SOLO-ს და Erti Gallery-ს თანამშრომლობით კოკა რამიშვილის პერსონალური გამოფენა „სინათლის მანქანები“ გაიხსნა

ERTI Gallery-ს და SOLO-ს თანამშრომლობა გრძელდება. 15 სექტემბერს კოკა რამიშვილის პერსონალური გამოფენა „სინათლის მანქანები“ გაიხსნა.

თბილისში გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს შეხვედრა გაიმართება

თბილისი გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროსა და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის ერთობლივი პროექტის რეგიონულ შეხვედრას 2019 წლის 17 სექტემბერს, 09:30 საათზე, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" მასპინძლობს.

განათლების მინისტრი: „ევროპული ხარისხი განათლების სფეროში - ეს ჩვენი სტრატეგიაა“

განათლების რეფორმის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ერთწლიანი მუშაობა შეაჯამა და ახლო მომავალში დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა.

პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას მადლობა გადაუხადა

პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარებაში ინვესტირებისთვის მადლობა გადაუხადა

საგარეო საქმეთა სამინისტროში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოში საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 49-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა თანათავმჯდომარეებთან ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს მხრიდან.

ასპინძაში ყირიმ კონგოს დიაგნოზით, ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა

ასპინძაში 30 წლის მამაკაცი ყირიმ კონგოს ჰეპორაგიული ცხელების დიაგნოზით გარდაიცვალა. გ.ნ-ს დაავადების გადამტანმა საქონლის ტკიპამ უკბინა.

Microsoft-ის ხელოვნური ინტელექტი ქართული ენისთვის გაიხსნა

დღეს,საქართველოს განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განათლების კომპლექსური რეფორმის ერთი წლის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა, Microsoft-ის ხელოვნურ ინტელექტზე ქართული ენის შესახებ.

ფულადი გზავნილების მოცულობა ევროკავშირიდან 24.8%-ით გაიზარდა

ფულადი გზავნილების მოცულობა აგვისტოში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.8%-ით $146.4 მლნ-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ლარი მცირედით გაუფასურდა

16 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.9608 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.9607 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში -0.01 თეთრი შეადგინა.
  

კახა კალაძე: "როგორც მოსახლეობას შევპირდით, ვარაზის ხევიდან „პიქსელის“ შენობამდე მოძრაობა ცალმხრივად აღდგა"

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ჭავჭავაძის გამზირზე იმყოფებოდა, სადაც საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივად აღდგა. ასფალტის საფარის დაგების შემდეგ, დღეს, შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ ტერიტორია დაასუფთავა და გზა მორეცხა. 

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

თსუ-ში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ახალი სასწავლო წლის დაწყება სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა ერთად აღნიშნეს.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აბიტურიენტებისათვის ღია კარის დღე გაიმართება

17 სექტემბერს, 16:00 საათზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მისამართი: ე. მინდელის N9) აბიტურიენტებისათვის ღია კარის დღე გაიმართება.

თბილისის მერმა ევროპული სკოლის კომპლექსის მშენებლობის ადგილას სიმბოლური კაფსულის ჩადების ცერემონიაში მონაწილება მიიღო

ლისის ტბის მიმდებარედ ევროპული სკოლის კომპლექსის მშენებლობა იწყება.

სოფიო ქაცარავა: „ჩვენი ამოცანაა, თქვენს დესტრუქციულ ძალას არ გადავაყოლოთ მთელი ქვეყანა“

„ჩვენი ამოცანაა, თქვენს დესტრუქციულ ძალას არ გადავაყოლოთ მთელი ქვეყანა“.

საბურთალოს გამგეობა და პრაღა 3 ქალაქის განვითარების მიმართულებით ითანამშრომლებენ

საბურთალოს რაიონის გამგეობასა და ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქის მუნიციპალიტეტ პრაღა 3-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

„ბეწვის ხიდზე დავდივართ და პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფლება თვლის, რომ ამ გზაზე დაბრკოლებების შექმნა არ არის საჭირო“

"ჩვენ დავდივართ ბეწვის ხიდზე და პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფლება თვლის, რომ ამ გზაზე დამატებითი დაბრკოლებების შექმნა, საჭირო არ არის“.

გიორგი გახარია : ვისაუბრეთ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რათა ჩვენი ეკონომიკების თავსებადობა მაღალი იყოს

გიორგი გახარია სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში  ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შეხვდა.

კრეატიული ეფექტურობა - სიახლე Ad Black Sea 2019-ზე

რამდენიმე დღე რჩება უკვე ტრადიციად ქცეული, საერთაშორისო კრეატიული ფესტივალის Ad Black Sea 2019-ის გახსნამდე.

საქართველოს ელჩმა სამხრეთ სუდანის რესპუბლიკის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა (რეზიდენციით ქ. ადის-აბება), ზურაბ დვალიშვილმა რწმუნებათა სიგელები გადასცა სამხრეთ სუდანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, სალვა კირ მაიარდიტს.