დავით ზალკალიანი: საქართველო ყოველდღიურად დგას საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის თქმით, საქართველო ყოველდღიურად დგას საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში.

„საქართველო მართლაც არის წარმოდგენილი ყველა უმაღლესი დონის ფორუმსა და ფორმატებში, აქედან გამომდინარე, ის, რასაც ვისმენთ ოპონენტების მხრიდან, რომ თითქოს საქართველოს საკითხი გამქრალია საერთაშორისო დღის წესრიგიდან, არის პოლიტიკური მანიპულაციები, ხოლო რეალობა არის განსხავებული“,- განაცხადა დავით ზალკალიანმა ჰელსინკში ევროპის საბჭოს მინისტერიალის დღის წესრიგის კომენტირებისას განაცხადა.


მისი თმით, ევროპის საბჭოს მინისტერიალის დღის წესრიგში საქართველო ფართოდ არის წარმოდგენილი. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ მინისტერიალი დაამტკიცებს გენერალური მდივნის ანგარიშს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებული უმძიმესი ვითარების შესახებ, ასევე, მხედველობაში მიიღებს ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის გადაწყვეტილებას „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“, რომელშიც საუბარია ყველა იმ მწვავე საკითხზე, რაც რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის თანმდევია, მათ შორის, საუბარია საქართველოს მოქალაქეების, არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას, დავით ბაშარულის და ირაკლი კვარაცხელიას სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებზე, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე“ და რაც მთავარია, რუსეთის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე.


მინისტრის შეფასებით, ეს ყველაფერი ადასტურებს, რომ საქართველოს საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგში მუდმივად დგას. ამ მხრივ, მან კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება მიმდინარე კვირას, ბრიუსელში გამართული მაღალი დონის ღონისძიებებზე, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავს მიეძღვნა და სადაც საქართველოს მიმართ გაკეთდა უაღრესად პოზიტიური შეფასებები და გამოხატული იქნა უპრეცედენტო მხარდაჭერა. მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის შთამბეჭდავ ნიშნულზე, როდესაც პოლიტიკური მხარდაჭერის პარალელურად, პრაქტიკული ნაბიჯები იდგმება საქართველოს მხარდასაჭერად.


„ამ ერთი კვირის განმალობაში უმაღლესი დონის შეხვედრებზე, მათ შორის ბრიუსელში, ჰელსინკიში, მოვისმინეთ პოზიტიური შეფასებები საქართველოს შესახებ. რაც შეეხება აშშ-სთან ურთიერთობებს, ჩვენ გვაქვს უპრეცედენტოდ დიდ მხარდაჭერა, არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ პრაქტიკული თვალსაზრისით. აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა დღეს ძალიან მაღალ ნიშნულზეა, რასაც მოწმობს ის მრავალრიცხოვანი რეზოლუციები, რომლებიც მიიღება საქართველოსთან დაკავშირებით. ამას მოწმობს, ასევე საქართველოს მხარდამჭერი აქტი, თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში უპრეცედენტო თანამშრომლობა;  ასევე, გაეროს უშიშროების საბჭოზე საქართველოს საკითხის აქტიური წამოწევა, ადამიანის უფლებების მხრივ მიღებული რეზოლუციები", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.


საქართველოს დელეგაცია, მინისტრის ხელმძღვანელობით, ჰელსინკიში ევროპის საბჭოს 129-ე მინისტერიალში მონაწილეობს.​


ირაკლი ღარიბაშვილმა შუალედური არჩევნების შედეგები შეაფასა

ბოლო სამ წელიწადში იყო მიზეზები, რის გამოც, პარტიის თავმჯდომარე დაბრუნდა პარტიაში. ამით ყველაფერია ნათქვამი ,- განაცხადა „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.

ირაკლი კობახიძე: იდეალური არც ხელისუფლება არსებობს, არც პარტია

იდეალური ხელისუფლება არ არის არცერთი, არ არსებობს იდეალური პარტია და, ბუნებრივია,ასეთი არც „ქართული ოცნებაა“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ არჩევნების შეფასებისას „იმედის“პირდაპირ ეთერში.

ირაკლი ღარიბაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ ამ არჩევნებზე მოსახლეობისგან კიდევ ერთხელ მიიღო დიდი ნდობა

„ქართულმა ოცნებამ“ ამ არჩევნებზე მოსახლეობისგან კიდევ ერთხელ მიიღო დიდი ნდობა, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.

ირაკლი კობახიძე: სირთულეების მიუხედავად, „ქართულ ოცნებას“ კვლავაც მყარი მხარდაჭერა აქვს

 სირთულეების მიუხედავად, რომელიც ქვეყანაშია, „ქართულ ოცნებას“ კვლავაც მყარი მხარდაჭერა აქვს,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ არჩევნების შეფასებისას „იმედის“პირდაპირ ეთერში.

ირაკლი კობახიძე: ლადო კახაძე არის ის კანდიდატი, რომელიც გაამდიდრებს საქართველოს პარლამენტს

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მთაწმინდის ოლქში მეორე ტურის დანიშვნის მიზეზს დაბალ აქტივობას უკავშირებს. კობახიძემ გადაცემაში „პირისპირ“ მთაწმინდის ოლქში ჩატარებული შუალედური არჩევნები შეაფასა.

სტუდენტი ლექტორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს და მიმოწერას ასაჯაროებს

 ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი "ბათუმელები" ავრცელებს. მედიასაშუალების მეშვეობით, გოგონა სოციალურ ქსელში ლექტორთან მიმოწერას ასაჯაროვებს, სადაც სტუდენტს იურიდიული ფაკულტეტის ლექტორი თამამი ფოტოების გადმოგზავნას სთხოვს.

უკრაინა რუსეთთან დიალოგის საკითხს რეფერენდუმზე გადაწყვეტს?!

გაპრეზიდენტებიდან მეორე დღეს ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინა–რუსეთს შორის მოლაპარაკებების პროცესზე რეფერენდუმის ინიცირებას გეგმავს.

ფოთში, ტბაზე თევზაობისას კაცი დაიხრჩო

ფოთში, შუახნის კაცი დაიხრჩო. წინასწარი ინფორმაციით, მას თევზაობისას ფეხი დაუცდა და ტბაში ჩავარდა. ცხედარი მაშველებმა უკვე იპოვეს.


ბათუმის სანაპირო ზოლი შშმ პირებისთვის ადაპტირებული იქნება

ბათუმის სანაპიროზე ფერადი ხის ბილიკების ეტაპობრივი მონტაჟი მიმდინარეობს. წელს პირველად პლაჟის სრული ადაპტირება მოხდება და ზღვამდე ჩასასვლელი ბილიკები მოეწყობა.

ბათუმში სექსუალური შევიწროებისთვის ახალგაზრდა კაცი იძებნება

შინაგან საქმეთა სამინისტრო საცხოვრებელი სახლის ლიფტში მომხდარ სექსუალური შევიწროების საქმეს იძიებს.

თამარ ხულორდავა რიჩარდ ტიბელსს შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების უფროსს რიჩარდ ტიბელსს და მის თანმხლებ დელეგაციას შეხვდა.

23 მაისს, ჯივიპი ვაკის რაიონში, ჟღენტის ქუჩაზე ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ხვალ, 23 მაისს ვაკის რაიონში, ჟღენტის ქუჩა N32-თან წყალმომარაგების ქსელზე გეგმიურ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

ზელენსკიმ პარუბს რიგგარეშე სესიის მოწვევა სთხოვა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის რადას თავმჯდომარეს, ანდრეი პარუბს  ხვალისთვის რიგგარეშე სხდომის მოწვევა სთხოვა.

რაულ ჯახიმბა ე.წ.ოპოზიციას ვითარების დაძაბვაში ადანაშაულებს

რაულ ხაჯიმბა ე.წ. ოპოზიციას ტურისტული სეზონის ჩაშლასა და პროვოკაციების მოწყობაში ადანაშაულებს. 

ზელენსკიმ რადა დაითხოვა და რიგგარეშე არჩევნები დანიშნა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის რადა დაითხოვა და რიგგარეშე არჩევნები 2019 წლის 21 ივლისს დანიშნა.

ლიბერთი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილება განხორციელდა

"ლიბერთის" გენერალური დირექტორი გიორგი კალანდარიშვილი სამეთვალყურეო საბჭოში გადადის. გენერალური დირექტორის მოვალეობას ლევან ლეკიშვილი შეასრულებს.

ნათია მეზვრიშვილმა გერმანული მხარესთან უვიზო მიმოსვლის საკითხები განიხილა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი, გერმანიის მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერალური სამსახურის ვიცე-პრეზიდენტს, ანდრეა შუმახერს შეხვდა.

არაფორმალურ მინისტერიალზე ქართული ბიზნესის წარმატებულ გამოცდილებაზე ისაუბრეს

უკრაინის ქალაქ კიევში ვაჭრობის საკითხებში არაფორმალურ მინისტერიალზე, რომელიც ევროკავშირისა და DCFTA ქვეყნების სამთავრობო დელეგაციების მონაწილეობით ჩატარდა,ქართული კომპანიების წარმატებებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს.

პრემიერმა ქუთაისის ახლადრეაბილიტირებული 33-ე საჯარო სკოლა დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლა დაათვალიერა, რომელიც საქართველოსა და აშშ-ის მთავრობების ერთობლივი ძალისხმევით, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის ფარგლებში სრულად განახლდა.

ზაზა გაბუნია: 100 წლის წინ ჩვენ თვითმმართველობის რეფორმით ევროპაში და მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა გახლდით

რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა გაბუნიას ინიციატივით, წყალტუბოში სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგი IV ფორუმი გაიმართა.

დილიჟანში სომხური-ქართული ბიზნესფორუმი გაიმართება

დილიჟანში სომხური-ქართული ბიზნესფორუმი გაიმართება.ინფორმაციას სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, ანა ნაგდალიანი ავრცელებს