კობახიძე: ჩვენს მიერ მიღებული კანონი იძლევა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოზიციაზე მაღალკვალიფიციური კანდიდატების არჩევის გარანტიას

„კანონით არის გაწერილი იმგვარი ღია და გამჭვირვალე პროცედურა, რომელიც, საბოლოო ჯამში, შედეგად მოგვცემს კეთილსინდისიერი და მაღალკვალიფიციური უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების განწესებას საკუთარ პოზიციებზე".

ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სახალხო დამცველის მასპინძლობით გამართული მრგვალ მაგიდის ფორმატის შეხვედრაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


ღონისძიებაზე შეკრებილებმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) მოსაზრებები განიხილეს.


სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის შესახებ მსჯელობის გაგრძელების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. პარლამენტის თავმჯდომარემ სახალხო დამცველს OSCE/ODIHR-ში შესაბამისი მოთხოვნის გაგზავნისთვის, ხოლო ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს რეკომენდაციების მომზადებისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, სახალხო დამცველის მოთხოვნის საფუძველზე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით, მომზადდა რეკომენდაციები, რაც უმრავლესობას კანონპროექტის საბოლოო ვარიანტის დამუშავებაში დაეხმარა.


ირაკლი კობახიძემ კანონპროექტზე მუშაობის პროცესისა და კონტექსტის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, პარლამენტმა პირობა შეასრულა - მოსამართლეთა ათკაციანი სიის განხილვა შეაჩერა და იანვარში კანონპროექტზე მუშაობა დაიწყო. მისივე შეფასებით, შედეგი მიღწეულ იქნა და გაიწერა ღია და გამჭვირვალე პროცედურა.


„დაახლოებით, ოთხი თვე მოვანდომეთ სამუშაო ჯგუფის ფორმატში კანონპროექტის განხილვას და შემდეგ უკვე საპარლამენტო ფორმატში მის განხილვას და დამტკიცებას. ეს იყო ძალიან საინტერესო, ინკლუზიური პროცესი. პროცესში ჩართული იყვნენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ადვოკატთა ასოციაციის და სახალხო დამცველის წარმომადგენლები, სხვა დაინტერესებული მხარეები და ამის საფუძველზე შემუშავდა, საბოლოო ჯამში, კანონპროექტი, რომელიც იქნა წარდგენილი საქართველოს პარლამენტში.რაც შეეხება საბოლოო შედეგს, ამოცანა იყო ღია და გამჭვირვალე პროცედურის გაწერა და ვფიქრობ, რომ ამ შედეგს მივაღწიეთ. კანონით გაწერილია იმგვარი ღია და გამჭვირვალე პროცედურა, რომელიც, საბოლოო ჯამში, შედეგად მოგვცემს კეთილსინდისიერი და მაღალკვალიფიციური უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების განწესებას საკუთარ პოზიციებზე”,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.


ირაკლი კობახიძემ პროცედურის შესახებ დეტალურად ისაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მკაცრ და რამდენიმე საფეხურისგან შემდგარ პროცედურაზე დაკვირვების საშუალება ექნება საზოგადოებას, რაც, მისივე შეფასებით, ერთერთი გარანტიაა იმისა, რომ უზენაეს სასამართლოში კვალიფიციურ და კეთილსინდისიერ მოსამართლეები განწესდებიან.


„პროცედურა არის გამჭვირვალე და ღია. ღიაობაში ვგულისხმობ, პირველ რიგში იმას, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია პროცედურაში მონაწილეობა, საკუთარი კანდიდატურის შეთავაზება საბჭოსთვის და რაც შეეხება გამჭვირვალობას, თითოეულ საფეხურზე გათვალისწინებული იქნა გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტი. ყველა ინფორმაცია, რომელიც არის დაკავშირებული პროცედურასთან, არის ღია, არის გამჭვირვალე და უზრუნველყოფილია მათი გამოქვეყნება იუსტიციის საბჭოს ვებ-გვერდზე და უზრუნველყოფილია მათი წარდგენა საქართველოს პარლამენტისათვის. არ რჩება ინფორმაციის არც ერთი ელემენტი, გარდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაციებისა, რომლებიც არ არის ღია საზოგადოებისთვის და საქართველოს პარლამენტისთვის”, - განმარტა მან.


ირაკლი კობახიძემ პროცედურაში პარლამენტის მნიშვნელოვან როლს გაუსვა ხაზი და ამ კონტექსტში, OSCE/ODIHR-ის რეკომენდაციებზე ისაუბრა.


„ერთერთი რეკომენდაცია იყო ის, რომ აქცენტი უნდა გადატანილი ყოფილიყო არსებითად, საბჭოზე და პარლამენტს უნდა შეესრულებინა, არსებითად, ფორმალისტური როლი. რა თქმა უნდა, შეიძლება ამ რეკომენდაციის მხედველობაში მიღება, მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, პარლამენტის როლი არის, ბუნებრივია, მნიშვნელოვანი უზენაესის სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესში და ამის შესაბამისად, არის უზრუნველყოფილი ძალიან გამჭვირვალე პროცედურა საქართველოს პარლამენტში. სახალხო დამცველმაც აღნიშნა, რომ კომიტეტში უზრუნველყოფილია ღია, ინკლუზიური პროცედურა, საშუალება ექნება ყველა პარლამენტის წევრს, რომ დაესწრონ კომიტეტის სხდომას, ასევე სხვა დაინტრესებულ სუბიექტებს, არასამთავრობო სექტორს, საერთაშორისო პარტნიორებს, ადვოკატთა ასოციაციას და ა.შ. მათ შეუძლიათ, არა მხოლოდ დაესწრონ სხდომებს, არამედ კითხვებიც დაუსვან წარმოდგენილ კანდიდატებს. თითოეულ გასაუბრება ჩატარდება სათითაოდ. ეს ყველაფერი, ქულებით შეფასებასთან ერთად, სხვა ელემენტებთან ერთად, არის იმის გარანტია, რომ შედეგი დადგება და შედეგი არის ის, რომ მაღალკვალიფიციური და კეთილსინდისიერი, საუკეთესო კანდიდატები უნდა იყვნენ არჩეული უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოზიციაზე”,- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის თავმჯდომარემ.


მისივე თქმით, სასამართლო რეფორმაზე მუშაობა გრძელდება და მეოთხე ტალღა, რომელიც ჯერ კიდევ შარშან დაანონსდა, უნდა დასრულდეს.


„წარიმართება სამუშაო პროცესი, დიდი იმედი გვაქვს, რომ უკვე მომავალ კვირაში, კონსენსუსით დასრულდება დისკუსია რეფორმის მეოთხე ტალღასთან დაკავშირებით და ამის შემდეგ გაგრძელდება უკვე რეფორმის საპარლამენტო განხილვა”,- აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას.


ღონისძიებაზე შეკრებილებს სიტყვით საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დემოკრატიზაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მეგან ფიცჯერალდმა, საკანონმდებლო მხარდაჭერის ოფიცერმა, ანა-ლიზა შატელენმა, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის პროფესორმა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ, OSCE/ODIHR-ის ექსპერტმა, ანდრაშ შაიომ და იურისტების საერთაშორისო კომისიის საპატიო წევრმა და ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, კუებეკის ადამიანის უფლებათა ტრიბუნალის ყოფილმა პრეზიდენტმა, OSCE/ODIHR-ის ექსპერტმა, მიშელ რივემ მიმართეს.


ქართველი მორაგბეები რუმინეთის ჩემპიონები გახდნენ

ორი ქართველი მორაგბე ხვიჩა ჯგერენაია და ნაკრების მოთამაშე ბიძინა სამხარაძე რუმინეთის ჩემპიონები გახდნენ. 

კობახიძე: დიასპორასთან კავშირების განვითარება განსაზღვრულია, როგორც კონსტიტუციური მნიშვნელობის ამოცანა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა.

სალომე ზურაბიშვილი - დიასპორა საქართველოს ძალა და მნიშვნელოვანი კაპიტალია

საქართველოს პრეზიდენტმა ქართული დიასპორას დიასპორის ყოველწლიურ ფორუმზე მიმართა, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად იმართება.

2019 წლის ნიუქამერი ცნობილია

21 ივნისს Tbilisi Open Air-ის მთავარ სცენაზე ფესტივალის ჰედლაინერის, Franz Ferdinand-ის დღეს, ჯგუფი Four Dimensional Monster Lobsters დაუკრავს.

ირაკლი კობახიძე: ახალ თაობებზე ზრუნვა განსაკუთრებული პრიორიტეტია და ჩვენი ხელისუფლება შესაბამისად მოქმედებს

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს მეან-გინეკოლოგთა და პერინატოლოგთა VIII კონგრესში მიიღო მონაწილეობა.

მცხეთის წყალმა ქალაქ მცხეთაში, წმინდა ნინოს ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელი განაახლა

კომპანია მცხეთის წყალმა ქალაქ მცხეთაში, წმინდა ნინოს ქუჩაზე, 200 მეტრი სიგრძის წყალსადენის ქსელი განაახლა და წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ახალ ქსელზე ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები დაამონტაჟა.

რუსეთში ტაქსის უცხოურ კომპანიებს საქმიანობა აეკრძალათ

ტაქსის უცხოური კომპანიები რუსეთში საქმიანობას ვეღარ განაგრძობენ. შესაბამისი საკონონმდებლო ცვლილებები მეორე მოსმენით დაამტკიცეს.

ჯივიპი გლდანში, ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე წყალმომარაგების სისტემას ანახლებს

 ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის 2019 წლის ერთ-ერთი მასშტაბური პროექტი - გლდანში, ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია.

ეკა ბესელია ახალ პარტიას აფუძნებს

პარლამენტარი ეკა ბესელია ახალ პოლიტიკურ პარტიას "სამართლიანობას"აფუძნებს.

პროექტის მართვის ინსტიტუტი (PMI) საქართველოში ოფიციალურ წარმომადგენლობას ხსნის

პროექტის მართვის ინსტიტუტის (PMI) საქართველოს წარმომადგენლობის ოფიციალური გახსნის ცერემონია 28 მაისს, 16 საათზე, სასტუმრო "შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში" გაიმართება.

რუსმა პოლიტიკოსმა ჟურნალისტის კითხვას მოგვერდით უპასუხა

ხაკასეთის რაიონის თავმჯდომარე სერგეი ზაიცევი, რუსეთის ტელეარხის „როსიას“ კორესპონდენტს ივან ლიტომინს თავს დაესხა. საგამოძიებო კომიტეტმა მომხდარის მოკვლევა დაიწყო.

ლადო კახაძე საქართველოს პირველ არხზე შალვა შავგულიძესთან დებატებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს

მთაწმინდის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ლადო კახაძემ საქართველოს პირველ არხზე შალვა შავგულიძესთან დებატებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

საქართველოში უახლოეს დღეებში წვიმაა მოსალოდნელი

საქართველოს ზოგიერთ რაიონში 31 მაისის ჩათვლით ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა.

ლაგოდეხში მდინარეში ჩავარდნილი მოსწავლის ცხედარი იპოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა ლაგოდეხში, „ნინოსხევის ჩანჩქერის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარეში ჩავარდნილი 16 წლის გოგონას ცხედარი იპოვეს.

საქართველოს ბანკმა Global Finance-ის Best Sub-Custodian Bank Award 2019-ის ჯილდო მიიღო

საქართველოს ბანკმა, ქვეყნის წამყვანმა ბანკმა, Global Finance-ის Best Sub-Custodian Bank Award 2019-ის ჯილდოს მიღების თაობაზე განაცხადა. 

ბიძინა ივანიშვილი - განათლებას და ცოდნას მოაქვს ჭეშმარიტი თავისუფლება

პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

ყაჩაღობისთვის ბრალდებულებს 8 და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

რუსთავის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში ბრალდებულები  ე.გ და ე.რ დამნაშავეებად ცნო.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება

ხვალ, 28 მაისს, კომპანია თელასის მიერ დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, წავკისის დასახლებაში მდებარე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სატუმბო სადგურს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.

ლიეტუვის ახალი პრეზიდენტი კრემლთან რიტორიკას შეარბილებს

ლიეტუვაში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგად გამარჯვება ეკონომისტმა გიტანას ნაუსედამ მოიპოვა, მან ხმების 66,72% მიიღო.

რუსთავში ჯარისკაცებმა 2 ბავშვი გადაარჩინეს(ვიდეო)

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე სამმა სამხედრო მომსახურემ, ხანძრის დროს, 2 მცირეწლოვანი ბავშვი გადაარჩინა. ინფორმაციას „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.

„ჯორჯიან მანგანეზი“ განცხადებას ავრცელებს

26 მაისს „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელი პირები გაფიცულ თანამშრომლებს შეხვდნენ, სადაც კომპანიის მხრიდან მაღაროელებისთვის შეთავაზებული იყო შემდეგი წინადადებები: